"ბოღმისგან ვსკდები, ტაძრიდან გამოსვლასაც არ დაგაცდის, მოგეპარება მესანთლე, ეშმაკურად გიყურებს და 2 წუთში აქრობს სანთლებს" - რატომ აქრობენ ტაძარში სანთლებს და რას ამბობს მამა შალვა ამაზე? - კვირის პალიტრა

"ბოღმისგან ვსკდები, ტაძრიდან გამოსვლასაც არ დაგაცდის, მოგეპარება მესანთლე, ეშმაკურად გიყურებს და 2 წუთში აქრობს სანთლებს" - რატომ აქრობენ ტაძარში სანთლებს და რას ამბობს მამა შალვა ამაზე?

სოციალურ ქსელში მსგავსი შინაარსის პოსტებს ხშირად შეხვდებით. ადამიანები წერენ, რომ სანთელი სანამ ჩაიწვება, მესანთლე მანამდე აქრობს დანთებულ სანთელს, რაც ბევრ ადამიანს აწუხებს. "პალიტრავიდეო" ამ თემით დაინტერესდა. როგორც მამა შალვა კეკელია ამბობს, ტაძარში შესვლისას, სანთლის შეძენა არის საეკლესიო შესაწირავი - როდესაც ადამიანი სანთლის საფასურს იხდის, ნებაყოფლობით სწირავს თავის შრომის ნაწილს ღმერთს. მისივე განმარტებით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სანთელი ბოლომდე დაიწვება თუ არა.