"გოგონა განწირული კიოდა..." - არსებული ინფორმაციით, დიდ დიღომში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა
თბილისში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მანქანა ქვეითს დაეჯახა. აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თვითმხილველები ავრცელებენ.
„ძალიან ცუდი სურათი იყო, გოგო განწირული კიოდა. გთხოვთ, თუ გაიგებთ როგორ არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, დაწერეთ,“ - წერს ერთ-ერთი თვითმხილველი.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი კონტაქტური იყო და ამ წუთებში მას კვლევები უტარდება.