ილონ მასკი სკანდალში გაეხვა?! - რატომ ადანაშაულებს მილიარდელს ევროკომისია რუსული პროპაგანდის ხელშეწყობაში
ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის, როგორც სოციალურ ქსელ "ტვიტერის" ხელმძღვანელის ქმედებები, რუსული პროპაგანდის გავრცელებას უწყობს ხელს - ამის შესახებ საუბარია ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ "ტვიტერში" კრემლის მიერ მხარდაჭერილი ანგარიშების აუდიტორია და გავლენა ევროპაში გაიზარდა მას შემდეგ, რაც აღნიშნული პლატფორმის მფლობელი ილონ მასკი გახდა.
ასევე, აღნიშნულია, რომ მასკის მიერ პლატფორმის წესებში შეტანილმა ცვლილებებმა შეამცირა კონტენტის მოდერაციის შესაძლებლობა.
დოკუმენტი იმავე მიზეზით აკრიტიკებს სხვა სოციალურ ქსელებს, "ინსტაგრამს", "ფეისბუქსა" და "ტელეგრამს".