"6 წუთი ასე გაუჩერებლად... გადავრჩი!" - რა კადრები ვრცელდება წინანდლიდან (ვიდეო) - კვირის პალიტრა

"6 წუთი ასე გაუჩერებლად... გადავრჩი!" - რა კადრები ვრცელდება წინანდლიდან (ვიდეო)

"6 წუთი ასე გაუჩერებლად... გადავრჩი! ალბათ, 1%-ია დაზიანება, მხოლოდ ის მარცვლები, რომლებიც ბადეზე იყო მიბჯენილი (წინანდალი)." - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ზურაბ თოფურიძე წერს და ვიდეოს აქვეყენებს.

კახეთში ზარალს ითვლიან. ამ დროის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზარალებულია 4 მუნიციპალიტეტი, მათ შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობა ახმეტის სოფლებშია.

სტიქიამ სოფელ არგოხში, ფიჩხოვანსა და მაღრაანში სრულად გაანადგურა ვენახები, საზამთროსა და ნესვის ბაღები. ადგილობრივები აცხადებენ, რომ უამინდობამ შემოსავლის გარეშე დატოვა, მათ მოსავალი ერთ კვირაში უნდა მიეღოთ.

გარდა სასოფლო სამეურნეო სავარგულების, ქარმა სახლები დააზიანა. გადახდილია სახურავები, მოგლეჯილია ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები.