"კითხვა თუ აქვთ რაიმე, ინტერპელაცია სწორედ ამისთვის არსებობს - საგამოძიებო კომისია რა დამატებით საშუალებას აძლევთ, ჩემთვის გაუგებარია" - კვირის პალიტრა

"კითხვა თუ აქვთ რაიმე, ინტერპელაცია სწორედ ამისთვის არსებობს - საგამოძიებო კომისია რა დამატებით საშუალებას აძლევთ, ჩემთვის გაუგებარია"

კითხვა თუ აქვთ რაიმე, ინტერპელაცია სწორედ ამისთვის არსებობს - საგამოძიებო კომისია რა დამატებით საშუალებას აძლევთ, ჩემთვის გაუგებარია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ინიციატივას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კიდევ ერთი რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგის შემოტანის მცდელობა.

„ჩემი მოწოდება იქნებოდა ოპოზიციის მიმართ, მინიმუმ დაელოდონ ინტერპელაციას და ნახონ რა კითხვები დარჩათ, რომელზეც პასუხს ელიან და ამ პასუხებს მიიღებენ თუ არა. შინაგან საქმეთა მინისტრი მოვა და ყველა ამ კითხვას გასცემს პასუხს. ოპოზიციაშიც ვხედავთ, რომ ამაში [საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხში] ერთიანობა არ არის. ეს ცხადია და ჩანს კიდევაც, რომ ეს არის კიდევ ერთი პოლიტიკური რადიკალური დღის წესრიგის შემოტანის მცდელობა. კითხვა თუ აქვთ რაიმე, ინტერპელაცია სწორედ ამისთვის არსებობს, რომ დაიბარონ ის ანგარიშვალდებული სტრუქტურები საქართველოში და ინტერპელაციის წესით გასცემენ ყველა კითხვას პასუხს. საგამოძიებო კომისია რა დამატებით საშუალებას აძლევთ ჩემთვის გაუგებარია, გარდა იმისა, რომ ამით იმედი შეიძლება ჰქონდეთ, რომ ამ თემის გარშემო გარკვეული მედია აჟიოტაჟი შექმნან, რაც არის ყველაზე არაღირსეული საქციელი იმ ტრაგედიის ფონზე, რაც ჩვენ შოვში ვნახეთ. ეს არ არის არც პოლიტიკურად სწორი საქციელი და არც ადამიანურად,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"