"ფეხი დაუცურდა და კლდიდან გადავარდა" - ხონში, კინჩხას კანიონთან უბედურ შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა - კვირის პალიტრა

"ფეხი დაუცურდა და კლდიდან გადავარდა" - ხონში, კინჩხას კანიონთან უბედურ შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

ხონის მუნიციპალიტეტში, კინჩხას კანიონთან მამაკაცი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. შემთხვევა კანიონთან წუხელ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მეგობართან ერთად იმყოფებოდა, ფეხი დაუცურდა და კლდიდან გადავარდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ადგილობრივია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"