ცნობილი გახდა, ვინ არის პილოტი, რომელიც რუსეთიდან უკრაინაში ვერტმფრენით გაიქცა - "6-თვიანი საიდუმლო სპეცოპერაციის" დეტალები
გასულ კვირას რუსი პილოტი მი-8 ტიპის ვერტმფრენით უკრაინაში, ხარკოვის პოლტავას სამხედრო საჰაერო ბაზაზე დაეშვა. უკრაინის სამხედრო დაზვერვის დირექტორატის სპიკერმა, ანდრეი იუსოვმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ მომხდარი "ექვსთვიანი საიდუმლო სპეცოპერაციის“ კულმინაცია იყო. მისი თქმით, პილოტის ოჯახი რუსეთიდან უკრაინაში შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე ჩაიყვანეს.
რუსი პილოტის ვინაობა კვირას, დოკუმენტურ ფილმში “რუსეთის ჩამოგდებული მფრინავები“ გასაჯაროვდა - ის 28 წლის მაქსიმ კუზმინოვია. მისი თქმით, ის თავად დაუკავშირდა უკრაინის დაზვერვის წარმომადგენლებს, რომლებმაც მას უსაფრთხოების გარანტია და ფულადი კომპენსაცია შესთავაზეს.
მან გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ის, რაც დღეს ხდება, უკრაინელი და რუსი ხალხის გენოციდია და არ სურს ამ დანაშაულში მონაწილეობა. მისივე თქმით, ცალსახაა, რომ უკრაინა ომში გაიმარჯვებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია. კუზმინოვმა უკრაინის მხარეს გადასვლისკენ მოუწოდა სხვა რუს მფრინავებსაც. (გააგრძელეთ კითხვა)