ხონში, კინჩხის კანიონთან დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცი ცნობილი ალერგოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის ძმაა
ambebi.ge-ს ინფორმაციით, ხონში, კინჩხის კანიონთან ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცი ცნობილი ექიმ-ალერგოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის ძმაა.
როგორც ცნობილია, 35 წლის ავთო კულუმბეგოვი კინჩხაში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები მანქანით გადაადგილდებოდნენ. უამინდობის გამო მანქანიდან გადმოსვლა მოუწიათ და გზის ფეხით გაგრძელება გადაწყვიტეს. წვიმის გამო ავთო კულუმბეგოვს ფეხი დაუცდა და დიდი სიმაღლიდან გადავარდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.