"სიკვდილმა როგორ შეძლო შენი დათანხმება, როგორ დანებდი.." - რას წერს ახლობელი ბიძინა კულუმბეგოვის ძმაზე
ხონში, კიჩხის კანიონთან ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცი ცნობილი ექიმ-ალერგოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის ძმაა.
როგორც ცნობილია, 35 წლის ავთო კულუმბეგოვი კინჩხაში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები მანქანით გადაადგილდებოდნენ. უამინდობის გამო მანქანიდან გადმოსვლა მოუწიათ და გზის ფეხით გაგრძელება გადაწყვიტეს. წვიმის გამო ავთო კულუმბეგოვს ფეხი დაუცდა და დიდი სიმაღლიდან გადავარდა.
სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ავთო კულუმბეგოვის მეგობარი ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„ჩემო ბავშვობის ტკბილო და საუკეთესო მეგობარო, ჩემო ძმაო... არ მინდა დავიჯერო, რომ ვეღარ გნახავ. გულში იმხელა ტკივილი მაქვს, ვეღარ ვსუნთქავ. ათუ, ნეტა არ გამეგო შენი გარდაცვალება.
ნეტავ, ისევ ცოცხალი იყო. შენ ხომ ვერაფერმა შეგცვალა, ისევ ის ათულიე იყავი. ყველას გვერდით დგომა და ყველას სიყვარული რომ შეეძლო.სიკვდილმა როგორ შეძლო შენი დათანხმება, როგორ დანებდი. ჩემო ათუ, ჩემო გემრიელო. ვიზიარებ შენი ოჯახის მწუხარებას, ჩემო მოუშუშებელო ტკივილო. უფალს ვთხოვ, ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროს და ნათელი და სანთელი არასდროს მოაკლდეს შენს უბოროტო სულს,“ - წერია ტექსტში.