ვინ იყო ულამაზესი ელისაბედ ბაგრატიონი და რა აკავშირებდა ცნობილ იუველირთან - ფაბერჟესთან...
„მუხრანბატონთა გვარიდან გამოსული ქალთა პლეადა ისეთივე საამაყო და დიდებულია, როგორც ამ სახლის ღირსება და დამსახურება ქვეყნის სამსახურში; სწორედ ამ გვარმა უშვა და გაუზარდა საქართველოს ქეთევან დედოფალი, ბარბარე, მარიამ, თამარ მუხრანბატონები და სხვ.“ - ასე გაგვაცნო ელისაბედ ბაგრატიონი მკვლევარმა, რომელმაც ამჯერად მისი სახელის და გვარის გაჟღერება არ ისურვა...
- ამ პლეადის კიდევ ერთი შესანიშნავი წარმომადგენელი ელისაბედ (ლიზი) ბაგრატიონ-მუხრანელი...
ელისაბედ ბაგრატიონ-მუხრანელი დაიბადა 1881 წლის 10 მაისს კავკასიის მეფისნაცვლის განსაკუთრებულ საქმეთა მოხელის - ალექსანდრე მიხეილის ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონის (1856-1935) და ნინო იოსების ასული თარხან-მოურავის (ორბელიანი) (1860-1934) ოჯახში.
ბაგრატიონ-მუხრანელი, ალექსანდრე მიხეილის ძე (1856-1935) თარხან-მოურავი, ნინო იოსების ას. (1860-1934)
თარხან-მოურავი, ნინო იოსების ას. (1860-1934)
მისი დედმამიშვილები იყვნენ: კონსტანტინე, მარიამი, მიხეილი გიორგი, ივანე და კირილე.
1898 წ. ელისაბედი ცოლად გაჰყვა გრაფ ბორის სერგის ძე შერემეტიევს (1871-1952)
Борис Шереметев с супругой, княжной Елизаветой Багратион — Мухранской, 1898 год. Тифлис.
1900 წ. ელისაბედი სამკურნალოდ საქართველოდან სანრემოში გადავიდა. თან წაიყვანა შვილები - სერჟი (1900) და ტატიანა (ტატი) (1901).
1915 წ. ელისაბედის გარდაიცვალების შემდეგ, ბავშვების გასაზრდელად იტალიაში გაემგზავრნენ ელისაბედის მშობლები - ალექსანდრე ბაგრატიონ-მუხრანელი და ნინო თარხან-მოურავი.
სერჟი და ტატიანა ბებიასთან, ნინო ორბელიანთან ერთად.
ტატიანა შერემეტიევა ბებიასთან, ნინა ორბელიანთან ერთად. 1915 წ.
ალექს. ბაგრატიონ-მუხრანელი შვილიშვილთან - ტოტისთან და შვილთაშვილ ტატიანასთან ერთად
1929 წელს ტატიანა ცოლად გაჰყვა ცნობილი იუველერის - კარლ ფაბერჟეს შვილიშვილს (აგაფონ ფაბერჟესა და ლიდია ტრუბერგის ვაჟს) კარლ (თეოდორ) ფაბერჟეს. 1930 წ. 7 მარტს მათ შეეძინათ ქალიშვილი ტატიანა (გარდაიცვალა 2020 წ).
ელენეს უფ. ძმა კონსტ. ბაგრატიონ-მუხრანელი და მისი მეუღლე ტატიანა რომანოვა 1911 წ.
(სპეციალურად საიტისთვის)