"ტოვებს პოსტს და ბრუნდება რუსეთში“ - ინალ არძინბამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვა? - კვირის პალიტრა

"ტოვებს პოსტს და ბრუნდება რუსეთში“ - ინალ არძინბამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვა?

ტე­ლეგ­რამ არხ D News Abkhazia-ს ცნო­ბით, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, ინალ არ­ძინ­ბამ გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა და­წე­რა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ასე­ვე ავ­რცე­ლე­ბენ სხვა აფხა­ზუ­რი წყა­რო­ე­ბიც.

"ჩვე­ნი წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, არ­ძინ­ბამ თა­ნამ­შრომ­ლებს უკვე გა­ნუ­ცხა­და, რომ ტო­ვებს მი­ნის­ტრის პოსტს და ბრუნ­დე­ბა რუ­სეთ­ში“, - ნათ­ქვა­მია D News Abkhazia-ს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­ნამ­დე ტე­ლეგ­რამ არ­ხმა Легитимный გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ინალ არ­ძინ­ბა მოს­კოვ­ში ბრუნ­დე­ბა, რათა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს "კო­ლექ­ტი­უ­რი და­სავ­ლე­თის იდე­ო­ლო­გი­უ­რი პრო­პა­გან­დის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში“.

არ­ძინ­ბას გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ ცნო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის.

ambebi.ge