"ჩემი ერთადერთი, საფიცარი ძმა დავკარგე" - რას წერს ბიძინა კულუმბეგოვი ოჯახურ ტრაგედიაზე - კვირის პალიტრა

"ჩემი ერთადერთი, საფიცარი ძმა დავკარგე" - რას წერს ბიძინა კულუმბეგოვი ოჯახურ ტრაგედიაზე

3 სექტემბერს, საღამოს, ხონის მუნიციპალიტეტში, კინჩხაში, ოკაცეს კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრაგედია დატრიალდა. დაიღუპა 35 წლის ავთო კულუმბეგოვი, რომელიც ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის ძმაა. ავთო კულუმბეგოვი კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მეგობართან და უცხოელ ტურისტებთან ერთად იმყოფებოდა, როგორც ცნობილია, მას წვიმიან ნიადაგზე ფეხი დაუცდა და სიმაღლიდან გადავარდა. სამწუხაროდ, ავთო კულუმბეგოვი ადგილზე გარდაიცვალა.

ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ძმის ტრაგიკულად დაღუპვის შესახებ წერს:

"ტრაგიკულად დავკარგე ჩემი ერთადერთი, საფიცარი ძმა. მადლობა ყველას თანაგრძნობისთვის".