"მთელი შემართებით არიან ჩართული ამ კატა-თაგვობანას თამაშში" - რატომ აკრიტიკებს ოპოზიციას გია ხუხაშვილი
"ოპოზიციური პარტიების ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა გახლავთ ის, რომ არ არიან თანმიმდევრულები", - ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ხელისუფლება კალეიდოსკოპური სისწრაფით ახტუნავებს მათ თემიდან თემაზე და ისინიც მთელი შემართებით არიან ჩართული ამ კატა-თაგვობანას თამაშში. შესაბამისად, ყველა პრობლემა რჩება ჰაერში გამოკიდებული და მთავრდება უშედეგოდ.ამომრჩეველიც აკეთებს დასკვნას, რომ მათ არ იციან და არც შეუძლიათ.შოვის ტრაგედიის თემა, გარდა იმისა, რომ სახელმწიფოებრივად და მორალურად არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, წინასაარჩევნოდაც ოპოზიციისთვის არის სისტემური პოლიტიკური ტესტი ქმედუნარიანობაზე", - წერს ხუხაშვილი.
.