"გარეთ არის. ცოცხალი და ჯანმრთელია" - "გამქრალი გენერალი" სუროვიკინი "ვაგნერის" ამბოხის შემდეგ, პირველად გამოჩნდა: რა ფოტო ვრცელდება მედიაში
მედიაში რუსი გენერლის, სერგეი სუროვიკინის ფოტო გავრცელდა. რომელიც სავარაუდოდ, ახალია. ინტერნეტში გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს, სუროვიკინი მეუღლესთან, ანასთან ერთად ქუჩაში სეირნობს - ფოტოს ავთენტურობა ჯერჯერობით არ დასტურდება. ცნობისთვის, ის "ვაგნერის" ამბოხის შემდეგ არ გამოჩენილა.
"გენერალი სერგეი სუროვიკინი გარეთ არის. ცოცხალი და ჯანმრთელია. იგი ოჯახთან ერთად მოსკოვში იმყოფება. ფოტო გადაღებულია დღეს", - წერს რუსი ჟურნალისტი ქსენია სობჩაკი "ტელეგრამზე.“
რუსი გენერალი კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ამბოხის მცდელობის შემდეგ საჯაროდ აღარ გამოჩენილა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამბოხში შესაძლო თანამონაწილეობის ბრალდებით, რუსეთში გამოძიება მიმდინარეობდა. (გააგრძელეთ კითხვა)