გარდაიცვალა ჟურნალისტი ირმა კახურაშვილი - "ოქროსფერ შემოდგომას გაჰყვა... ოქროსფერი ირმა"
ცნობილი ჟურნალისტი, ირმა კახურაშვილი, რომელიც თავის ტვინის სიმსივნეს ებრძოდა, სამწუხაროდ, გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას ირმას მეგობრები ავრცელებენ.
"ოქროსფერ შემოდგომას გაჰყვა...ოქროსფერი ირმა. ახლა უკვე მგონია, რომ სულ ახლახან ერთად შევაღეთ რედაქციის კარი.
მერე...გავიდა წლები...
სულ რომ გახსოვს ან გახსენდება, ნიჭიერი, თითქოს მორცხვი, თავმდაბალი და ოქროსფერი.
წლების მერე შეხვედრა, საკრალური რომ გინდა იყოს და ებღაუჭები. მე მჯეროდა სასწაულის. არ მომიტყუებიხარ. მე და ოლიკო შევასრულებთ პირობას...უშენოდ. ნეტა, როდის გავხდით ამხელები, წასვლა რომ შეიძლება", - წერს ირმას მეგობარი, ლალი მელიქიშვილი.
ირმა გამორჩეულად ნიჭიერი და პროფესიონალი ჟურნალისტი იყო, რომელიც წლების განმავლობაში აშუქებდა ადამიანების პრობლემებს, იბრძოდა მათ დასახმარებლად.
Kvirispalitra.ge ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კოლეგის და საუკეთესო ადამიანის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს (წყარო)