2030 წლისთვის მთვარეზე, როგორც აშშ-ის, ასევე ჩინეთის პირველი ბაზების დაფუძნება უკვე რეალურია - დედამიწის თანამგზავრზე სიცოცხლისთვის საჭირო ენერგიის წყარო ნაპოვნია
მეცნიერებმა შეიმუშავეს ენერგიის წყარო, რომელიც ასტრონავტებს მთვარეზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცხოვრების საშუალებას მისცემს.
ნასას წარმოებული პროგრამა არტემიდას" შედეგად იმედოვნებენ, რომ აშშ 2030 წლისთვის პირველ ფორპოსტს დააფუძნებს მთვარეზე.
ბანგორის უნივერსიტეტმა ყაყაჩოს თესლის ზომის ბირთვული საწვავის უჯრედები დააპროექტა, რომელიც მთვარეზე სიცოცხლის შესანარჩუნებლად საჭირო ენერგიას აწარმოებს.
"ბირთვული მომავლის ინსტიტუტის" პროფესორმა, საიმონ მიდლბურგმა განაცხადა, რომ მისი გუნდის ვარაუდით, ბირთვული საწვავის სრულიად გამოცდა მომდევნო რამდენიმე თვეში გახდება შესაძლებელი და ის შესაძლებელია იქცეს სხვა პლანეტების ათვისების საფუძველიც.
მკვლევრებმა პარტნიორებს შესამოწმებლად ახლახან გაუგზავნეს პატარა ბირთვული საწვავის უჯრედი, რომელიც ცნობილია, როგორც Trisofuel.
ეს Trisofuel უჯრედი შეიძლება გამოვიყენოთ Rolls Royce-ის მიერ შექმნილი მიკრო ბირთვული გენერატორის კვებისთვის. (გააგრძელეთ კითხვა)