"ანტონიო ბანდერასთან მიმოწერა მაქვს, ამერიკაში შევხვდით, "ზოროს" გადასაღებ მოედანზე იყო" - ლევან ბერძენიშვილის ბლიცი - კვირის პალიტრა

"ანტონიო ბანდერასთან მიმოწერა მაქვს, ამერიკაში შევხვდით, "ზოროს" გადასაღებ მოედანზე იყო" - ლევან ბერძენიშვილის ბლიცი

გადაცემა ჩაწერილია 2023/06/02

"სიამოვნებით ვიქნებოდი რუსთაველის ეპოქის ადამიანი" - ლევან ბერძენიშვილის გულახდილი ბლიცინტერვიუ

"ახალი ოცნებები მაქვს, მაგრამ ამისთვის შეიძლება დრო აღარ იყოს..."

"პალიტრანიუსის" გადაცემაში - "ბლიცინტერვიუ" ლევან ბერძენიშვილი საკუთარი ცხოვრების შესახებ საუბრობს და ბლიც-კითხვებს საინტერესო პასუხებს სცემს...

ლევან ბერძენიშვილი არის...

ბედნიერი კაცი, იმიტომ, რომ მან ახალგაზრდობაში ჩაიფიქრა, რომ თავისუფად ქვეყანაში უნდა იცხოვროს და იგი ცხოვრობს დამოუკიდებელ საქართველოში, რის გამოც, ცოტა ხანს პოლიტიკური პატიმარი იყო გულაგში, რაც არის მისი ცხოვრების მთავარი შემადგენელი ნაწილი.

ბავშვობა მთავრდება მაშინ, როცა...

"ჩემთვის ბავშვობა მაშინ დამთავრდა, როცა ბაბუაჩემი - დედის მამა გარდაიცვალა, 4-5 კლასში ვიყავი. მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა, სიახლოვე. მის სიკვდილს შევესწარი, სამწუხაროდ... შინაგანად ძალიან განვიცადე და მაშინ მივხვდი, რომ ეს რაღაც ტიპის დასასრული იყო, სიკვდილთან პირისპირ შეხვედრა, წვალობდა... აგონია ვნახე...

როგორ გავხდი ლევან ბერძენიშვილი?..

"გეპეიში" სწავლისას, მეორე კურსზე, მათემატიკის ლექცია ძალიან უინტერესო იყო და ჩუმად წიგნის კითხვა დავიწყე. მომეპარა ეს ლექტორი, წამართვა, ზევით ასწია და ასკაციან აუდიტორიას დაანახვა. მოკვდნენ სიცილით, ვინაა ეს სულელი, წიგნს კითხულობსო. მერე მან წიგნი გაშალა და ლექსებიაო, ირონიული სახით თქვა. ამაზე საერთოდ დაიხოცნენ სიცილით. მაშინ მივხვდი, რომ იქ ჩემი ადგილი არ იყო.

წლების შემდეგ, იქ ლექცია ჩავატარე და მაშინც იმავეს მივხვდი. საერთოდ, "გეპეი" არ მომწონს, არ მომწონს, როცა ერთი სქესის ასეთი სიხშირეა - ყველა კაცი, ან ყველა ქალი - უნივერსიტეტში მეორე პრობლემა იყო - 100 გოგონა და 4 ბიჭი. იმ პერიოდში კი მიხაროდა - თავზე გვყვებოდნენ, მაგრამ მერე ბევრი მეგობარი აღარ გამომყვა იქიდან, წავიდნენ.

წერის დროს მთავარია...

მთავარი წერის დროს არის ის, რომ არ გაგექცეს ის საგანი, რომელზეც წერ...

უნივერსიტეტში აკაკი შანიძე, მზექალა შანიძე, სიმონ ყაუხჩიშვილი, თინა ყაუხჩიშვილი, რისმაგ გორდეზიანი მასწავლიდნენ. ახლა საქართველოს ყველა უნივერსიტეტი რომ შეკრიბო, ამდენ გენიოსს ვერ მოუყრი თავს, არ გვყავს...

ვის დავუსვამდი კითხვას და რატომ...

მაგალითად, ნიკოლოზ ბარათაშვილთან მექნებოდა მშვენიერი საღამო, ყავაზე. არ ვიცი, ბარათაშვილს ეყვარებოდა თუ არა ყავა, თუ არა და ჩაი, მე ორივე მიყვარს.

ცხოვრებაში ბევრი ცნობილი ადამიანი შემხვედრია და ზოგიერთთან მიმოწერაც მაქვს, მაგალითად, ანტონიო ბანდერასთან, ამერიკაში შევხვდით, "ზოროს" გადასაღებ მოედანზე იყო და მოსაწევად გამოვარდა. მოგეხსენებათ, მთელი აშშ არ ეწევა და მავნებელია ჯანმრთელობისთვის...

მოვლენა, რომლის მონაწილეც ვიქნებოდი...

პასუხი და სრული ინტერვიუს ვიდეო იხილეთ ლინკზე - "სიამოვნებით ვიქნებოდი რუსთაველის ეპოქის ადამიანი..." - ლევან ბერძენიშვილის გულახდილი ბლიცინტერვიუ