"ამის გამო ყველა დამცინოდა, თუმცა ცხოვრებაში ასეთი ჭკვიანური არაფერი გამიკეთებია" - კვირის პალიტრა

"ამის გამო ყველა დამცინოდა, თუმცა ცხოვრებაში ასეთი ჭკვიანური არაფერი გამიკეთებია"

"პალიტრანიუსის" გადაცემაში "ლანჩ თაიმი" თავდაცვის ყოფილი მინისტრი - თინა ხიდაშელი პოლიტიკის მიღმა ცხოვრებაზე საუბრობს და იხსენებს, როგორ აირჩია "ბიჭური" პროფესია და რატომ დასცინოდნენ მას ამის გამო:

"როცა ფაქტის წინაშე დავდექი, რომ სკოლის დასრულების შემდეგ, საბუთები უნდა შემეტანა სადმე, გამორიცხვის მეთოდით, მივედი დასკვნამდე, რომ იურიდიულ ფაკულტეტზე უნდა ჩამებარებინა. სხვა დანარჩენებს - ოჯახშიც და სკოლაშიც, რა თქმა უნდა, უნდოდათ, რომ სამედიცინოზე ჩამებარებინა, როგორც ყველა მედალოსან გოგონას, იმ დროს... სასტიკად ეწინააღმედეგებოდნენ ჩემს გადაწყვეტილებას, ყველამ დამცინა, ბიჭების ფაკულტეტზე რომ ვაბარებდი. მერე ბიჭების მინისტრიც ვიყავი (იცინის). თუმცა მე მიხარია, რომ ჩემი გავიტანე და სწორედ ეს პროფესია ავირჩიე, ასეთი ჭკვიანური არაფერი გამიკეთებია ცხოვრებაში".

იხილეთ ვიდეო: ამის გამო ყველა დამცინოდა, თუმცა ცხოვრებაში ასეთი ჭკვიანური არაფერი გამიკეთებია - თინა ხიდაშელი

გადაცემა სრულად იხილეთ ლინკზე - თინა ხიდაშელი პოლიტიკის მიღმა და პირადი ისტორიებით "ლანჩ თაიმში"