"ვფიქრობ საქართველოში დაბრუნებას. ჩვენი შვილებისთვისაც მნიშვნელოვანია ჰქონდეთ სამშობლოს შეგრძნება" - ანტარქტიკის ქართველი მკვლევრის წარმატების გზა მყინვარების გავლით - კვირის პალიტრა

"ვფიქრობ საქართველოში დაბრუნებას. ჩვენი შვილებისთვისაც მნიშვნელოვანია ჰქონდეთ სამშობლოს შეგრძნება" - ანტარქტიკის ქართველი მკვლევრის წარმატების გზა მყინვარების გავლით

ლე­ვან ტი­ე­ლი­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ შო­ვის მოვ­ლე­ნე­ბის დროს გა­იც­ნო. ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ე­რი ახა­ლი ზე­ლან­დი­ი­დან აკ­ვირ­დე­ბო­და მოვ­ლე­ნებს და სა­ტე­ლი­ტურ ფო­ტო­ებს გვაწ­ვდი­და, რო­მელ­შიც გლა­ცი­ა­ლუ­რი ღვარ­ცო­ფით გა­მოწ­ვე­ულ სტი­ქი­ა­ზე ნა­თელ წარ­მოდ­გე­ნას გვიქ­მნი­და. ლე­ვან­მა ახ­ლა­ხან, სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯგუფ­თან ერ­თად, მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო შო­ვის მოვ­ლე­ნე­ბის კვლე­ვა­ზე, რო­მელ­შიც რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლის გარ­და, უცხო­ე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი არი­ან ჩარ­თულ­ნი.

ან­ტარ­ქტი­კის ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი მკვლე­ვა­რი ლე­ვან ტი­ე­ლი­ძე გე­ოგ­რა­ფი­ის ორგზის დოქ­ტო­რია გლა­ცი­ო­ლო­გი­ის (მყინ­ვა­რე­ბის შეს­წავ­ლის) მი­მარ­თუ­ლე­ბით. სხვა­დას­ხვა წლებ­ში მან გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო ამე­რი­კის მე­ი­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ტში, კა­ნა­დის ჩრდი­ლო­ეთ ბრი­ტა­ნე­თის კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, შვე­ი­ცა­რი­ის ცი­უ­რი­ხის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და ახა­ლი ზე­ლან­დი­ის ან­ტარ­ქტი­კის კვლე­ვით ცენ­ტრში. ამ­ჟა­მად ლე­ვა­ნი ავ­სტრა­ლი­ის მო­ნა­შის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იმ­ყო­ფე­ბა, სა­დაც წამ­ყვან მეც­ნი­ერ-მკვლე­ვა­რად მუ­შა­ობს. იგი არის არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი და პა­რა­ლე­ლუ­რად ახერ­ხებს, აქ­ტი­უ­რად იყოს ჩარ­თუ­ლი ქარ­თულ სა­მეც­ნი­ე­რო ცხოვ­რე­ბა­ში. მისი ჯილ­დო­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­შია: თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­და­ლი, წი­ნან­დლის პრე­მია სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დარ­გში, სა­ქარ­თვე­ლოს შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში მოღ­ვა­წე სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ე­რი, სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის სტი­პენ­დი­ან­ტი, და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია პას­კა­ლის პრე­მი­ით ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ხოლო 2023 წელს ახა­ლი ზე­ლან­დი­ის გე­ოგ­რა­ფი­ულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მისი დი­სერ­ტა­ცია წლის სა­უ­კე­თე­სო სა­დოქ­ტო­რო ნაშ­რო­მად აღი­ა­რა. "ხში­რად ვფიქ­რობ და ჩემი სურ­ვი­ლია, რომ დაგ­რო­ვი­ლი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ვახ­მა­რო. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ბო­ლო­ოდ ვფიქ­რობ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას. ჩემი შვი­ლე­ბის­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა ჰქონ­დეთ სამ­შობ­ლოს შეგ­რძნე­ბა" - ამ­ბობს ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ე­რი. ისიც გვი­თხრა, რომ სა­კუ­თარ თავ­ზე და მიღ­წე­ვებ­ზე სა­უ­ბა­რი ეუ­ხერ­ხუ­ლე­ბა, თუმ­ცა მა­ინც დაგ­ვთან­ხმდა, ახ­ლოს გაც­ნო­ბო­და მკი­თხველს.

ბავ­შვო­ბა

- მარ­თა­ლია, თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე, მაგ­რამ მე და ჩემი ძმა სა­ნა­ხევ­როდ სო­ფელ­ში ვიზ­რდე­ბო­დით, კერ­ძოდ, გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ზერ­ტში. დედა ძე­ვე­რი­და­ნაა, ანუ ძირ­ფეს­ვი­ა­ნად ქარ­თლე­ლი ვარ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ბავ­შვო­ბა არ მქო­ნია, ის პე­რი­ო­დი ჩვენ­თვი­საც ისე­თი­ვე იყო, რო­გო­რიც 90-იანი წლე­ბის და­ნარ­ჩე­ნი ბავ­შვე­ბის­თვის. და­ვამ­თავ­რე გი­ორ­გი ჭყონ­დი­დე­ლის სა­ხე­ლო­ბის 164-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა, სან­ზო­ნა­ში, სა­დაც იმ­ხა­ნად ვცხოვ­რობ­დით. ზო­გა­დად, გა­ჭირ­ვე­ბის წლე­ბი იყო და ამ გა­და­სა­ხე­დი­დან არც სწავ­ლა იყო მა­ინ­ცდა­მა­ინც პო­პუ­ლა­რუ­ლი და პერ­სპექ­ტი­უ­ლი და არც ამის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი გვქო­ნია. გაკ­ვე­თი­ლე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად სხვა­დას­ხვა წიგ­ნებს კლა­სე­ლე­ბი ერ­თნა­მე­თის­გან ვთხო­უ­ლობ­დით და ხში­რად სან­თლის შუქ­ზეც გვი­წევ­და მე­ცა­დი­ნე­ო­ბა. ვიდ­რე არ და­ვო­ჯახ­დი, თბი­ლის­ში სა­კუ­თა­რი ბინა არას­დროს გვქო­ნია და თით­ქმის 25 წელი მა­მა­ჩე­მის დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბის სახ­ლში უსას­ყიდ­ლოდ ვცხოვ­რობ­დით, რის­თვი­საც მათი უზო­მოდ მად­ლი­ე­რი ვარ. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, დი­დად არც სწავ­ლით გა­მო­ვირ­ჩე­ო­დი, თუმ­ცა ამ მხრივ ჩვე­ნი მშობ­ლე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი დე­და­ჩე­მი მაქ­სი­მა­ლუ­რად გვაქ­ცევ­და ყუ­რა­დღე­ბას. სკო­ლა­ში სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო საგ­ნე­ბი და ის­ტო­რია მიყ­ვარ­და. მე და ჩემ ძმას ბავ­შვო­ბი­დან გვიყ­ვარ­და ცხო­ვე­ლე­ბი, ფრინ­ვე­ლე­ბი, ბუ­ნე­ბას­თან მუდ­მი­ვი შე­ხე­ბა გვქონ­და, სოფ­ლის სახ­ლში მტრე­დე­ბი, კურ­დღლე­ბი და ძაღ­ლე­ბიც გვყავ­და... ჯერ კი­დევ სკო­ლის პე­რი­ოდ­ში ისე­თი პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა მინ­დო­და, რო­მე­ლიც მოგ­ზა­უ­რო­ბას­თან იქ­ნე­ბო­და და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა ბოლო კლა­სებ­ში მა­ინც არ მქონ­და გა­და­წყვე­ტი­ლი, რო­მე­ლი ფა­კულ­ტე­ტი ამერ­ჩია. ამა­შიც დე­და­ჩემ­მა ითა­მა­შა გა­დამ­წყვე­ტი როლი და სა­ბო­ლო­ოდ გე­ოგ­რა­ფი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბა ავარ­ჩი­ეთ. (გააგრძელეთ კითხვა)