"წასვლა გადაწყვიტა ჩემმა მეგობარმა... ამას მაშინ მივხვდი, როცა მომწერა - არ უნდა გენახე ასეთი, არ უნდა დაგმახსოვრებოდი... გეხვეწები, იხმაურე, გაიცინე, მომიყევი რამე... მე კი კრიჭა მქონდა შეკრული" - რას წერს ირმა კახურაშვილზე მეგობარი
ცნობილი ჟურნალისტი, ირმა კახურაშვილი, რომელიც თავის ტვინის სიმსივნეს ებრძოდა, სამწუხაროდ, გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას ირმას მეგობრები ავრცელებენ.
მისი ერთ-ერთი მეგობარი, ოლიკო ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
"წასვლა გადაწყვიტა ჩემმა მეგობარმა...ამას მაშინ მივხვდი, როცა მომწერა -არ უნდა გენახე ასეთი,არ უნდა დაგმახსოვრებოდი...და ყოველ ჯერზე თვალწინ მიდგასგაცრეცილი სახე,ჩამქრალი თვალები,მისი სუსტი ხმა,რომელიც მეხვეწებოდა:იხმაურე, გეხვეწები იხმაურე,გაიცინე, მომიყევი რამე...მე კი კრიჭა მქონდა შეკრული...მისი ტკივილისგან დალურჯებული სხეულიცრემლებად გამომყვა გასავლელ გზაზე...
მე ახლა მეგობარმკვდარი მქვია...
ასე მეცლებიან მეგობრები...ტკივილებით, ტანჯვით, უსიყვარულოდ მიდიან...და მართლა ვხვდები მათ რომ ყვარებოდათ,ვინც მათთვის ძვირფასი იყო...რაღა მოკლავდათ,რა მოერეოდათ...არ ვიცი, ძალა მათი მომრევი...და მე რა...მე არ ვარ არასდროს საკმარი...რადგან მეგობრად ვარ დაბადებული...საიდუმლოთა შემნახველი...სკივრივით თავდახურული,გასაღებდაკარგული..მეგობარმკვდარი ვარ,უკვე მერამდენე მეგობარმკვდარი...ვრჩები აქ,მათი სიცოცხლის ამბის მოსაყოლად...
ამისთვის ალბათ, ვიქნები საკმარი,ძალა თუ მეყო...თუ მეყო მეც სიყვარული...მანამდე კი, უნდა ვისწავლო -ფიქრი, სადაც ჩემი მეგობარიმოგონებად გადაიქცევა,ფიქრი, რომელიც მომანატრებსწვიმაში ცხელ ყავას...ალუბლების აყვავილებას...ამბებს გრძელს - სასიყვარულოს,ანდა უბრალოდ, საამბოს...დარდებს - შვილებზე და ქმრებზე,ხანდახან დედებზე და მამებზე...მეგობრების იმედგაცრუებაზე...ხან კი სამსახურზე,უმთავრესად - წერაზე...
მერე ისევ სიყვარულზე,გიჟურ სექსზე,ანდა სულაც უსექსობაზე...სიკვდილზე და სიცოცხლეზე,მარადისობაზე...ტკივილზეც,განა მარტო ტკივილზე -სიხარულზეც...დავივიწყო ფიქრი -ისეთ ამბებზე,მხოლოდ მე და მან რომ ვიცოდით...სიცილი - სიცილიც უნდა დავივიწყო,იმ თემებზე მხოლოდ ჩვენ რომ გვეცინებოდა.იმ სტიმულს რაღას ვუზამერთმანეთს რომ ვაძლევდით -ისიც უნდა ჩავაბარო წარსულს...რადგან ახლა მეგობარმკვდარი ვარ,საკუთარი თავიც უნდა შემებრალოსრადგან მიწა ჩემს ბავშვობას მიეყრებადა სამუდამოდ დაიმარხება...არ ვიცი, ამოვა კი ხედ?გაიდგავს ფესვებს თუ სულ მტვრად იქცევა?
მეგობარმკვდარი ადამიანები რაღაცნაირად უფრო ობლები არიან სამყაროში... რადგან საკუთარი მეს ნახევარი უკვდებათ... რომელსაც მეგობართან ერთად მარხავენ. და რჩებიან განახევრებულნი, გახლეჩილნი,ნახევრადდამარხულნი, ნახევრადმიწადქცეულნი,უფრო მდუმარენი, უფრო მარტონი...
ჩემმა მეგობარმა წასვლა გადაწყვიტა - და მე დავრჩი მეგობარმკვდარი -სამყაროს სხვა ნაწილში, სანახევროდ მიწამიყრილი".