ბავშვი ხის ტოტს 8 საათის განმავლობაში ებღაუჭებოდა - 10 წლის ბიჭი ესპანეთში მომხდარ წყალდიდობას სასწაულებრივად გადაურჩა - კვირის პალიტრა

ბავშვი ხის ტოტს 8 საათის განმავლობაში ებღაუჭებოდა - 10 წლის ბიჭი ესპანეთში მომხდარ წყალდიდობას სასწაულებრივად გადაურჩა

ეს­პა­ნუ­რი მე­დია 10 წლის ბი­ჭის სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩე­ნის შე­სა­ხებ ჰყვე­ბა. წყალ­დი­დო­ბა, რო­მე­ლიც ეს­პა­ნე­თის დიდ ნა­წილს გა­სულ შა­ბათ-კვი­რას და­ა­ტყდა თავს, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის­თვის სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდა. ძლი­ერ­მა წვი­მამ და ქა­რიშ­ხალ­მა, სულ მცი­რე, ხუთი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა, სამ და­კარ­გულს კი მაშ­ვე­ლე­ბი ამ დრომ­დე ეძე­ბენ.

მთავ­რო­ბამ მად­რი­დის მო­სახ­ლე­ო­ბა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, გან­გა­ში­თა და მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფო­ნებ­ზე გაგ­ზავ­ნი­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბით 3 სექ­ტემ­ბერს გა­აფრ­თხი­ლა.

10 წლის ბი­ჭის ოჯა­ხი სა­კუ­უ­თარ აგა­რაკ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, როცა წვი­მა და ქა­რიშ­ხა­ლი და­ი­წყო. წყალ­დი­დო­ბის გამო შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი გვი­ან ღა­მით მან­ქა­ნა­ში ჩას­ხდნენ, მაგ­რამ მა­ლე­ვე მათი მან­ქა­ნა ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რემ წა­ი­ღო.

მე­დი­ის ცნო­ბით, ბი­ჭუ­ნა თა­ვის გა­და­სარ­ჩე­ნად ხეზე აცოც­და და ტოტს 8 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ებღა­უ­ჭე­ბო­და. ის მა­შე­ლებ­მა მე­ო­რე დღეს ჭუ­ჭყი­ა­ნი და და­ლურ­ჯე­ბუ­ლი იპო­ვეს. მათ­ვე გა­და­არ­ჩი­ნეს ბი­ჭუ­ნას დედა და და, თუმ­ცა მამა კვლავ და­კარ­გუ­ლია. ბავ­შვი კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი და მას ჰი­პო­თერ­მი­ა­ზე მკურ­ნა­ლო­ბენ.

ambebi.ge