"გიორგის დაგმობას და განქიქებას არ ვაპირებ..." - რას ამბობს ნიკა გვარამია გიორგი გაბუნიას განცხადებაზე? - კვირის პალიტრა

"გიორგის დაგმობას და განქიქებას არ ვაპირებ..." - რას ამბობს ნიკა გვარამია გიორგი გაბუნიას განცხადებაზე?

"მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ ეკა კვესიტაძესთან გადაცემაში გიოირგ გაბუნიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ისაუბრა:

"მოკლედ ვიტყვი, მე გიორგის დაგმობას და განქიქებას არ ვაპირებ... მე ჩემი ჟურნალისტები არ დამიგმია არასდორს, ერთადერთი გამონაკლისი იყო ის პუტინის ამბავი...ოფლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლე, რომ გიორგის პრობლმები არ ჰქონოდა, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების მხრიდა ძალიან სერიოზული ზეწოლა იყო, მათ შორის საერთაშორისო აქტორების მხრიდანაც. მაშინ სამი თვით სეუჩერდა უფლებამოსილება გიორგის, აქედან 2 თვე იყო შვებულების და მახსოვს პუტინმა ამაზე დაწერა, ახლა დირექტორი გვატყუებს სინამდვილეში ზაფხულის არდადეგებზე გაუშვაო, ის რომ "ნაციონალური მოძრაობისთვის" არ გაგვიწევია ანგარიში, ან ხელისფლებაზე ნაკლებად არ გაგვიკრიტიკებია, ეს ასე არ არის, მაგრამ ის, რომ ჩვენ რომელიმე პარტიის გაგრძელება ვიყავით, ასე არ ყოფილა, არანაირი პარტიის გაგრძელება არ ვყოფილვართ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გუ­შინ "მთა­ვა­რი არ­ხის“ დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ამ, ახა­ლი სე­ზო­ნის და­წყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­კუ­თარ არხს ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა. გა­ბუ­ნი­ამ ისა­უბ­რა ნიკა გვა­რა­მი­ას და­კა­ვე­ბის შემ­დეგ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში არ­სე­ბულ რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, ასე­ვე შე­ე­ხო პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს და "ნა­ცი­ონა­ლურ მოძ­რა­ო­ბას "ვაი-ვუი“ უწო­და.

გა­ბუ­ნია ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ არ­ხის სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კა პარ­ტი­უ­ლი გავ­ლე­ნის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდა და რო­დე­საც ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ ენმ-ის და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა აღარ მო­უ­წევ­დათ, ისი­ნი ამ სი­ახ­ლეს ტა­შით შეხ­ვდნენ.