"რაც გიორგი გაბუნიამ დირექტორის რანგში ილაპარაკა, უკიდურესად შეურაცხმყოდელი იყო ჩემთვის" - კვირის პალიტრა

"რაც გიორგი გაბუნიამ დირექტორის რანგში ილაპარაკა, უკიდურესად შეურაცხმყოდელი იყო ჩემთვის"

"ის, რაც გუშინ გიორგი გაბუნია ამ არხის ეთერში, დირექტორის რანგში ილაპარაკა, უკიდურესად შეურაცხმყოდელი იყო ჩემთვის" - ასე გამოეხმაურა ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე გიორგი გაბუნიას განცახდებას.

გუ­შინ "მთა­ვა­რი არ­ხის“ დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ამ, ახა­ლი სე­ზო­ნის და­წყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­კუ­თარ არხს ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა. გა­ბუ­ნი­ამ ისა­უბ­რა ნიკა გვა­რა­მი­ას და­კა­ვე­ბის შემ­დეგ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში არ­სე­ბულ რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, ასე­ვე შე­ე­ხო პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს და "ნა­ცი­ონა­ლურ მოძ­რა­ო­ბას "ვაი-ვუი“ უწო­და.

გა­ბუ­ნია ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ არ­ხის სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კა პარ­ტი­უ­ლი გავ­ლე­ნის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდა და რო­დე­საც ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ ენმ-ის და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა აღარ მო­უ­წევ­დათ, ისი­ნი ამ სი­ახ­ლეს ტა­შით შეხ­ვდნენ.