რას ამბობს ქალბატონი, რომელმაც სამტრედიაში ფეხბურთის ძეგლი დადგა - "ჩემი ბიუჯეტით გავაკეთე, ბატონი კარლო კალაძისთვის არა, სამტრედიისთვის იყო სიურპრიზი"
ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერის, კახა კალაძის მშობლიურ ქალაქში ბურთის ფორმის ძეგლი დაიდგა. ზოგიერთი გამოცემა წერდა, რომ აღნიშნული ძეგლი რეალურად ქალაქის კი არა, თბილისის მერის მამის კარლო კალაძის დაბადების დღის საჩუქარი იყო.
მედიის ინფორმაციით, მინიციპალიტეტის შესასვლელში ფეხბურთის ბურთის კონსტრუქცია საზეიმო ვითარებაში გახსნეს. ამბის გავრცელების შემდეგ, აღნიშნულზე კომენტარი დედაქალაქის მერმაც გააკეთა. თბილისის მერი ამბობს, რომ ბურთის ფორმის ძეგლი ფეხბურთის მოყვარულთა კერძო ინიციატივით დაიდგა და მის ოჯახს ამ ინიციატივასთან არანაირი შეხება არ აქვს.
"ეს არის კეთილი ადამიანების მიერ გადადგმული ნაბიჯი, ადამიანების, ვისაც უყვართ სპორტი სამტრედიაში, ვისაც უყვარს ფეხბურთი. ეს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა. ჩემი ოჯახი, მამაჩემი და სამტრედიის მერია აღნიშნულ ფაქტთან კავშირში არ არის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დღეს, სოციალურ ქსელში შორენა ამაღლობელის სახელით განცხადება გავრცელდა. ქალი წერდა, რომ ბურთის ძეგლი საკუთარი ხარჯით დადგა და ამით კეთილგანწყობა გამოხატა სამტრედიის მიმართ.
დეტალების გასარკვევად ქალბატონ შორენას Ambebi.ge პირადად დაუკავშირდა:
- ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე, ჩემი ფესვები და წინაპრები სამტრედიელები არიან და ჩემი დედა ადგილი სამტრედიაა. 17 წელია, რაც შშმ პირებს ვპატრონობ, საკუთარი დაფინანსებით, სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად. 19 წლის ბავშვს, ჩემ ძმისშვილს, შშმ პირს, რომელიც დედის გარეშეა, მე ვზრდი. ეს ადამიანი ვარ მე და ქუთაისში თუ რამეში ვმონაწილეობ, მხოლოდ კარგ საქმეებში. ჩემი სათქმელი ისაა, რომ შევეჯიბროთ სიკეთის კეთებაში ერთმანეთს. მე და ჩემ ძმას ქუთასში მეცენატებს გვიწოდებენ. თავის ქებაში არ ჩამომართვათ და შეგიძლიათ ქუთაისში მოგვიკითხოთ, ტყუპებს გვეძახიან მე და ჩემ ძმას.
მამაჩემს ფეხბურთი ძალიან უყვარდა, სულ ჰქონდა ფეხბურთელების ფოტოები გაკრული. ჩემთვის სამტრედია ასოცირდება სპორტთან და ჩემს ქალაქს ის საჩუქარი გავუკეთე, რასაც იმსახურებს. წლების წინ ეს პატარა ქალაქი ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული სპორტის ისტორიაში.
- თქვენი ძმის "ფეისბუქგვერდი" რომ ვნახეთ, ფოტოების მიხედვით, საკმაოდ ახლო ურთიერთობა გაქვთ კალაძის ოჯახთან, ნათესავები ხართ?
- კალაძის ოჯახთან არ მაქვს მარტო ურთიერთობა, სამტრედიაში ბევრთან ვახლობლობ. რაც შეეხება კალაძის ოჯახს, უფლება მაქვს ვისთანაც მინდა ვიახლობლო. მამას ძალიან უყვარდა სპორტი, ამის გამო გავაკეთე ეს ძეგლი. ქუთაისშიც ძალიან ბევრი რამ მაქვს გაკეთებული საკუთარი ფინანსებით. ასევე მწერალი ვარ, წიგნები მაქვს დაწერილი, სიმღერები, ლექსები. ერთი წუთი არ დამიტოვებია ჩემი საქართველო, რაც შემიძლია ჩემ შრომასა და ენერგიას ვდებ ჩემი ქვეყნის კეთილდღეობისთვის.
- ბატონმა კარლომ რომ გაიგო თქვენი იდეის შესახებ, როგორი რეაქცია ჰქონდა?
- ბატონი კარლოსთვის არა, სამტრედიისთვის იყო სიურპრიზი. ძალიან მალე ჩემ ძამიკოსთან ერთად, ჩემი ბიუჯეტით გავაკეთე იხილეთ სრულად