არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონობა "ჩააწყო"?! - ლუის ვან გაალის სკანდალური განცხადება
ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა NOS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსენა და თქვა, რომ არგენტინის ნაკრების გამარჯვება დაგეგმილი იყო.
"არ მინდა ძალიან ბევრი ვილაპარაკო ამ თემაზე. გაიხსენეთ როგორ გაჰქონდა გოლები არგენტინელებს და როგორ რჩებოდა ზოგიერთი მათი ფეხბურთელი დაუსჯელი... მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი იყო წინასწარ განსაზღვრული", - ამბობს ვან გაალი.
პირველ რიგში, მას მაგალითად მოჰყავს უშუალოდ მისი გუნდისა და არგენტინის ნაკრების მეოთხედფინალური მატჩი, რომელიც სამხრეთამერიკელებმა 11-მეტრიანების სერიაში მოიგეს.