"ჩემი ერთადერთი შვილი 7 წელი არ მყავდა ნანახი, გა­ჭირ­ვე­ბამ დამატოვებინა 1 წლისა..." - კახეთში გაშვილებული ქართველი "კონკიას" ამერიკული ცხოვრება, ბარონესას ტიტული და ახდენილი ოცნებები - კვირის პალიტრა

"ჩემი ერთადერთი შვილი 7 წელი არ მყავდა ნანახი, გა­ჭირ­ვე­ბამ დამატოვებინა 1 წლისა..." - კახეთში გაშვილებული ქართველი "კონკიას" ამერიკული ცხოვრება, ბარონესას ტიტული და ახდენილი ოცნებები

ინტერვიუ ჩაწერილია 2023 წლის მაისში

ცის­ნა­მი საყ­ვარ­ლიშ­ვილს AMBEBI.GE-ს მკი­თხვე­ლი კარ­გად იც­ნობს. ემიგ­რან­ტი ქა­ლის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის და­ტო­ვე­ბა მო­უ­წია, ვრცე­ლი სტა­ტია, ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ გა­მო­ვაქ­ვეყ­ნეთ. უამ­რა­ვი სირ­თუ­ლი­სა და ბრძო­ლის შემ­დეგ, დღეს, უკვე ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქეა, ჰყავს საყ­ვა­რე­ლი მე­უღ­ლე. 7-წლი­ა­ნი ემიგ­რა­ცი­ის შემ­დეგ შვი­ლიც ამე­რი­კა­ში წა­იყ­ვა­ნა და უკვე მე­სა­მე წე­ლია გვერ­დით ჰყავს. ამ­ბობს, რომ მისი ამე­რი­კე­ლი მე­უღ­ლე ყო­ველ­თვის ოც­ნე­ბობ­და ვაჟ­ზე და ახლა ეს ოც­ნე­ბა აუხ­და. შვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­დან შტა­ტებ­ში ჩაყ­ვა­ნის შემ­დეგ, მათი ოჯა­ხი გა­ერ­თი­ან­და.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ მალე მისი პირ­ვე­ლი წიგ­ნი გა­მო­ვა, რომ­ლის პრე­ზენ­ტა­ცი­აც სა­ქარ­თვე­ლო­ში შედ­გე­ბა. ქა­ლის თქმით, წიგნ­ში წერს ემიგ­რან­ტო­ბის მძი­მე ყო­ფა­ზე, ყო­ფილ მე­უღ­ლე­ზე და იმ სირ­თუ­ლე­ებ­ზე, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­დახ­და, სა­ნამ მისი ცხოვ­რე­ბა ისე­თი ფე­რა­დი გახ­დე­ბო­და რო­გო­რიც ახ­ლაა

- ცის­ნა­მი, სა­უ­ბა­რი შენი ცხოვ­რე­ბით და­ვი­წყოთ, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ბოლო ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ კი­დევ უფრო შე­იც­ვა­ლა, გა­ლა­მაზ­და და გა­ფე­რად­და. ამე­რი­კა­ში ჩა­იყ­ვა­ნე შვი­ლი, რო­მე­ლიც წლე­ბი არ გყავ­და ნა­ნა­ხი...

- ჩემი ერ­თა­დერ­თი შვი­ლი, ირაკ­ლი 7 წელი არ მყავ­და ნა­ნა­ხი. 2020 წლის 20 დე­კემ­ბერს ჩა­მო­ვი­და ამე­რი­კა­ში. მის­მა ჩა­მოს­ვლამ უფრო გა­ა­ფე­რა­და და გა­ა­ერ­თი­ა­ნა ჩემი და ალექ­სან­დრეს (მე­უღ­ლე) ურ­თი­ერ­თო­ბა. ალექ­სან­დრე ყო­ველ­თვის ოც­ნე­ბობ­და, ბიჭი ჰყო­ლო­და და ირაკ­ლის სა­ხით თით­ქმის აუხ­და ეს ოც­ნე­ბა. ორი­ვე სპორ­ტს მის­დევს. ირაკ­ლი კა­ლათ­ბურთს თა­მა­შობს, ალექ­სან­დრე ამე­რი­კულ ფრიზ­ბის “Ultimate Frisbee” და მათ შო­რის სა­ერ­თო ბევ­რია.

- თქვენ ახა­ლი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი იყა­ვით, ცხოვ­რობ­დით მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, ირაკ­ლის გა­მო­ჩე­ნამ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში რა შეც­ვა­ლა?

- ერ­თად ვარ­ჯი­შო­ბენ ყო­ველ სა­ღა­მოს, ერ­თად და­დი­ან სა­ლაშ­ქროდ ტყე­ში, ერ­თად გა­დი­ან ოკე­ა­ნე­ზე. ძმა­კა­ცე­ბი­ვით არი­ან. ირაკ­ლის თუ რა­ღა­ცა­ზე გა­ვუბ­რაზ­დე­ბი და და­ვუყ­ვი­რებ, ალექ­სან­დრე ეგ­რე­ვე ჩემ­ზე ბრაზ­დე­ბა. ირაკ­ლის ძა­ლი­ან ანე­ბივ­რებს და ორი­ვე ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ არის. ყო­ველ­თვის ისი­ნი იმარ­ჯვე­ბენ და ასე დავ­დი­ვარ მათ ჭკუ­ა­ზე. ირაკ­ლიმ ჩვე­ნი ქორ­წი­ნე­ბა უფრო გა­ამ­ყა­რა. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ოჯა­ხი ვართ. სად­მე რომ მივ­დი­ვართ, ირაკ­ლი ყვე­ლას ალექ­სან­დრეს ღვიძ­ლი შვი­ლი ჰგო­ნია. ალექ­სან­დრეც ყო­ველ­თვის ასე მო­იხ­სე­ნი­ებს ჩემი ბიჭი. “My Son”. მისი გა­მო­ჩე­ნით ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში ის შე­იც­ვა­ლა, რომ ახლა უმე­ტე­სად მას­ზე და მის მო­მა­ვალ­ზე ვფიქ­რობთ. ხელს ვუ­წყობთ ყვე­ლა­ფერ­ში და გვინ­და ყვე­ლა­ფე­რი მაგ­რად ჰქონ­დეს.

- ახ­ლა­ხან და­ა­ნონ­სეთ, რომ მალე თქვე­ნი ავ­ტო­რო­ბით პირ­ვე­ლი წიგ­ნი გა­მო­ვა. პრე­ზენ­ტა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში გეგ­მავთ. რამ­დე­ნი წლის შემ­დეგ ბრუნ­დე­ბით სამ­შობ­ლო­ში და რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ წიგ­ნის და­წე­რა?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ბო­ლოს 2013 წლის მა­ის­ში ვი­ყა­ვი. 10 წე­ლია მშობ­ლი­ურ მი­წა­ზე ფეხი არ და­მიდ­გამს. ახლა, როცა უკვე სა­ბუ­თე­ბი წეს­რიგ­ში მაქვს, ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე გავ­ხდი, თბი­ლის­ში მოვ­დი­ვარ და ჩემი პირ­ვე­ლი წიგ­ნის, “წი­თელთმი­ა­ნი გო­გო­ნას დღი­უ­რის” პრე­ზენ­ტა­ცია მაქვს, 15 ივ­ლისს, შა­ბათს 18:00 სა­ათ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში. ძა­ლი­ან მინ­და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ვნა­ხო იქ. წერა ემიგ­რა­ცი­ა­ში ყოფ­ნამ და­მა­წყე­ბი­ნა. ვი­ფიქ­რე, შე­იძ­ლე­ბა ცნო­ბი­ლი მწე­რა­ლი ვერ გავ­ხდე, მაგ­რამ წე­რას მა­ინც ვის­წავ­ლი-მეთ­ქი. ასე შევ­ქმე­ნი ჩემი ბლო­გი “Tsisnami.blogspot.com”, სა­დაც ჩემს ჩა­ნა­წე­რებს ვა­ზი­ა­რებ­დი. ვწერ­დი სამ­შობ­ლო­ზე, ნოს­ტალ­გი­ა­ზე, შვი­ლის მო­ნატ­რე­ბა­ზე, ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­დახ­დე­ნილ ამ­ბებ­ზე, ბავ­შვო­ბის უდარ­დელ დრო­ზე, სიყ­ვა­რულ­ზე, უკე­თეს მო­მა­ვალ­ზე. თით­ქოს ღმერ­თმა და სამ­ყა­რომ შე­ის­მი­ნა ჩემი ვედ­რე­ბა, რაც დავ­წე­რე და ვი­სურ­ვე ყვე­ლა­ფე­რი რე­ა­ლო­ბად მიქ­ცია. წიგნ­ში თავ­მოყ­რი­ლია ყვე­ლა ეს ჩა­ნა­წე­რი და არ არ­სე­ბობს წა­ი­კი­თხოთ და არ გა­გე­ღი­მოთ, ან კურ­ცხა­ლი ცრემ­ლი არ გად­მო­გი­გორ­დეთ თვა­ლი­დან. გა­ჭირ­ვე­ბამ 1 წლის შვი­ლი და­მა­ტო­ვე­ბი­ნა პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის ინ­ვა­ლიდ მშობ­ლებ­თან და მე­ძუ­ძუ­რი დედა უცხო ქვე­ყა­ნა­ში გა­დამ­ხვე­წა. იყო უამ­რა­ვი ტკი­ვი­ლი, დარ­დი, გან­ცდა, მო­ნატ­რე­ბა. ამ ადა­მი­ა­ნურ­მა გრძნო­ბებ­მა წიგ­ნი და­მა­წე­რი­ნა.

- გარ­და ემიგ­რან­ტო­ბის დროს გა­და­ტა­ნი­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა, სხვა სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლებ­ზე თუ წერთ წიგნ­ში, რო­მე­ლიც თავს ჯერ კი­დევ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბი­სას გა­დაგხდათ?

- დიახ, გარ­და ემიგ­რა­ცი­უ­ლი ამ­ბე­ბი­სა, წიგნ­ში რამ­დე­ნი­მე თავი არის ბედ­ნი­ერ ბავ­შვო­ბა­ზე, სო­ფელ­ში გა­ტა­რე­ბულ ზა­ფხუ­ლის არ­და­დე­გებ­ზე, ბავ­შვო­ბის მე­გობ­რებ­ზე, ჩვენს ოხუნ­ჯო­ბებ­სა და დრო­ის ტა­რე­ბა­ზე. ყვე­ლა ბავ­შვს ლა­მა­ზი და ბედ­ნი­ე­რი ბავ­შვო­ბა ჰქონ­და, რად­გან იმ დროს ნამ­დვი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არ­სე­ბობ­და. ძა­ლი­ან ბევ­რს იცი­ნებთ. აუ­ცი­ლებ­ლად წა­ი­კი­თხეთ ჩემი წიგ­ნი. გააგრძელეთ კითხვა