დასავლეთის მიერ სანქცირებული პუტინის ქალიშვილი პუბლიკაციებს ამერიკულ სამეცნიერო გამოცემაში აქვეყნებს - რას წერს მედია - კვირის პალიტრა

დასავლეთის მიერ სანქცირებული პუტინის ქალიშვილი პუბლიკაციებს ამერიკულ სამეცნიერო გამოცემაში აქვეყნებს - რას წერს მედია

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი, მა­რია ვო­რონ­ცო­ვა უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რი­სა და ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, აშშ-სა და შვე­ი­ცა­რი­ა­ში, სა­მეც­ნი­ე­რო გა­მო­ცე­მებ­ში პუბ­ლი­კა­ცი­ებს აქ­ვეყ­ნებს. ამის შე­სა­ხებ ტე­ლეგ­რამ არხი "Можем объяснить". იტყო­ბი­ნე­ბა.

ვო­რონ­ცო­ვა მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის მეც­ნი­ე­რებ­თან ერ­თად წერს სტა­ტი­ებს, ის არის სტა­ტი­ე­ბის თა­ნა­ავ­ტო­რი. ცნო­ბის­თვის, ის მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დე­კა­ნის მო­ად­გი­ლის პოსტს იკა­ვებს 2022 წლი­დან.

"ტე­ლეგ­რამ" არ­ხის ცნო­ბით, ომის და­წყე­ბის შემ­დეგ პუ­ტი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლის სამი პუბ­ლი­კა­ცია გა­მოქ­ვეყ­ნდა ავ­ტო­რი­ტე­ტულ ამე­რი­კულ ჟურ­ნალ­ში - The Endocrine Society, ასე­ვე შვე­ი­ცა­რი­ის სა­მეც­ნი­ე­რო გა­მო­ცე­მა­ში MDPI Publishing.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­რია ვო­რონ­ცო­ვა, ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი და მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კან­დი­და­ტია. 2022 წლის აპ­რი­ლი­დან აშშ-ის, დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის საქნცი­ე­ბის ქვე­შაა, თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფორ­მა­ლუ­რად და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი არ უკ­რძა­ლავს მას ამ ქვეყ­ნე­ბის სა­მეც­ნი­ე­რო გა­მო­ცე­მებ­ში პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას. (წყარო)

იხილეთ ასევე: "ქალიშვილებს თვეში ერთი - ორჯერ ვნახულობ" - პუტინის ქალიშვილების საიდუმლოებით მოცული ცხოვრება