ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია საარჩევნო გაერთიანებას ჰქმნიან - კვირის პალიტრა

ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია საარჩევნო გაერთიანებას ჰქმნიან

სოციალურ ქსელში "დროამ" გაავრცელა ვიდეო, რომლითაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" გაერთიანებას ჰქმნიან, რომელსაც, სავარაუდოდ, "ნორმალური არჩევანი" ერქმევა.

გაერთიანებაში „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, "გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და ორგანიზაციის სხვა წევრებიც იქნებიან.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტები ამ ორ პარტიას "ნაციონალურ მოძრაობაში" ელოდებოდნენ, თუმცა როგროც ჩანს, ეს ალიანსი ვერ შედგა. შესაბამისად, დიდი ალბათობით, ელენე ხოშტარია და ზურაბ ჯაფარიძე "ნორმალური არჩევნების" ეგიდით მიიღებენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას.