ახალგაზრდა კაცი მოტოციკლით სიმაღლიდან გადავარდა - თუშეთში უცხოელი ტურისტი დაიღუპა - კვირის პალიტრა

ახალგაზრდა კაცი მოტოციკლით სიმაღლიდან გადავარდა - თუშეთში უცხოელი ტურისტი დაიღუპა

თუშეთში უბედური შემთხვევას ტურისტი ემსხვერპლა. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი მოტოციკლით მთიდან ბარში მიდიოდა რა დროსაც ის რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

მათივე ცნობით, მომხდარის შესახებ 112-ს მეგობრებმა შეატყობინეს. თუმცა, სამაშველო ჯგუფებს ის გარდაცვლილი დახვდათ. გარდაცვლილი ახალგაზრდა უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

შემთხვევა გუშინ მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"