მკვლელობა "ღირსების სახელით" - ერაყელი "იუთუბერის" ამბავი, რომელიც ოჯახის წევრებმა ჯერ გაიტაცეს, ხოლო შემდეგ მამამ მოკლა
22 წლის ერაყელი გოგონა, YouTube ვარსკვლავი, ტიბა ალ-ალი მამამ მოკლა. შემთხვევა 2023 წლის 31 იანვარს მოხდა. მიზეზი ისაა, რომ ტიბა ოჯახის ნების საწინააღმდეგოდ, 2017 წელს სამშობლოდან წავიდა.
ის მალე "იუთუბ" ვარსკვლავი გახდა. სოციალური ქსელის აღნიშნულ პლატფორმაზე აქვეყნებდა ვიდეოებს თავისი ცხოვრების წესის, შეყვარებულის შესახებ, რასაც მისი მშობლები მიუღებლად მიიჩნევდნენ და თვლიდნენ, რომ ტიბას ქცევა მათ "ღირსებას შეურაცხყოფდა". მამა-შვილს შორის კონფლიქტი ჯერ კიდევ 2015 წელს დაწყებულა - ეს ის პერიოდია, როცა გოგონამ სურვილი გამოთქვა ერაყიდან წასვლის.
ალ-ალი სამშობლოში 2023 წლის იანვარში დაბრუნდა, რათა თავისი ქვეყნის საფეხბურთო მატჩს დასწრებოდა, რა დროსაც, ოჯახის წევრებმა გაიტაცეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, იგი ნარკოტიკული ნივთიერებით გააბრუეს და ალ-ქადისიას გუბერნიაში წაიყვანეს.
როგორც ცნობილია, ამის შემდეგ, მამა იმ ოთახში შეიპარა, სადაც გოგონა ჰყავდათ გამოკეტილი და გაგუდა. მოგვიანებით კი პოლიციას თავად ჩაბარდა და განაცხადა, რომ ქალიშვილი "სირცხვილის ჩამოშორების“ მიზნით მოკლა. (გააგრძელეთ კითხვა)