სერბული მაფიის ლიდერის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოში იმალებოდა - ის თურქეთს გადასცეს - კვირის პალიტრა

სერბული მაფიის ლიდერის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოში იმალებოდა - ის თურქეთს გადასცეს

საქართველოში სერბული მაფიის ლიდერის ლიდერის, ჯოვან ვუკოტიჩის მკვლელობაში ბრალდებული, იაკუპ დოგანი 2022 წლის 5 ოქტომბერს დააკავეს. 2023 წლის 11 ივლისს კი საქართველოს სამართალდამცავებმა ის თურქეთს გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას და ვიდეოს უცხოური მედია ავრცელებს.

მკვლელობა გასულ წელს სტამბოლში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ვუკოტიჩს მოტოციკლიდან ესროლეს, რომელსაც დოგანი მართავდა. დოგანი ცნობილი კრიმინალური ორგანიზაციის წევრი იყო.

ის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.