ყირიმელი თათარი დასავლური განათლებით და აღმოსავლური კავშირებით - ვინ არის რუსტემ უმეროვი, ვინც უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტზე ალექსეი რეზნიკოვს შეცვლის?
უკრიანაში სკანდალები გრძელდება. ამჯერად მის ეპიცენტრში მორიგ ჯერზე ალექსეი რეზნიკოვი აღმოჩნდა, რომელიც 3 სექტემბერს ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
რეზნიკოვს გასული წლიდან მოყოლებული კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებენ. 2022 წლის შემოდგომაზე ჟურნალისტები ამტკიცებდნენ, - თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკაცებს ზამთრის სამხედრო ტანსაცმლის ნაცვლად ზაფხულის ტანსაცმელი შეუძინაო...
ა.წ. 10 აგვისტოს გამოცემამ "Зеркало недели" გამოაქვეყნა გამოძიება, რომელშიც ლაპარაკია 2022 წელს, თავდაცვის სამინისტროს მიერ თურქული კომპანია “Vector avia”-სგან ზამთრის ქურთუკების ნაცვლად საგაზაფხულო ქურთუკების შეძენაზე. თუმცა თავდაპირველი ფასიდან, რომლის მიხედვითაც 1 ქურთუკი 29 დოლარი ღირდა, მოულოდნელად 86 დოლარი გახდა. სამინისტროს სულ 4 900 ზამთრის ქურთუკი ჰქონდა შეკვეთილი და ამაში 142 ათასი დოლარი უნდა გადაეხადათ, თუმცა საბოლოო ფასმა 421 000 დოლარი შეადგინა. "Украинская правда"-მ კი დაადგინა, რომ ამ თურქული კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი პარტია "სახალხო დეპუტატის“ და უმაღლესი რადის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის წევრის, გენადი კასაის ბიძაშვილი, ალექანდრ კასაია. (გააგრძელეთ კითხვა)