"მინდა ყველა გაგაფრთხილოთ! რიკოთზე ქვათაცვენაში მოვყევი… მანქანა გავაფუჭე" - რას წერს ოთო ნემსაზე?
მომღერალი ოთო ნემსაძე ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ რიკოთის უღელტეხილზე ქვათაცვენაში მოყვა:
"მინდა რომ ყველა გაგაფრთხილოთ! გუშინ წინ რიკოთზე ქვათაცვენაში მოვყევი… გადავრჩი, უბრალოდ მანქანა გავაფუჭე, იმხელა ლოდის ნატეხი მოხვდა საბურავს, რომ რკინის დისკი 7 სანტიმეტრით მაინც გაიღუნა, მანქანას არ ვჩივი უბრალოდ ძალიან ყურადღებით იყავით.
დავრეკე სადაც საჭირო იყო და ძალიან მალე მივიდნენ ადგილზე ბიჭები სანახავად.
ძალიან ყურადღებით იყავით.
edit: არ ვიცი რამდენად ბევრი ჩამოვარდა, ჩემს შემთხვევაში ერთი დიდი ნატეხი და ბევრი წვრილი ქვა იყო" - წერს ოთო ნემსაძე.