"რუსული ტერორის დამარცხება ამოცანაა ყველა ჩვენგანისთვის" - კვირის პალიტრა

"რუსული ტერორის დამარცხება ამოცანაა ყველა ჩვენგანისთვის"

კონსტანტინოვკის ბაზარზე რუსების დარტყმა განზრახ არის გაკეთებული. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრიდერიკსენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

“ბევრჯერ ვიყავი კონსტანტინოვკაში ჩემს გუნდთან ერთად. და ვინც ეს ადგილი იცის, მშვენივრად ორიენტირდება, რომ ეს სამოქალაქო ადგილია, იქ ახლოსაც არ არის არანაირი სამხედრო ნაწილები. დარტყმა განზრახ გაკეთებულია. გვესმის, რომ ისინი [რუსები] იმავეს აკეთებენ, რაც ადრე, როდესაც უკრაინის თავდაცვის ძალების ესა თუ ის დადებითი შეტევითი ნაბიჯები ხორციელდება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, “ამ რუსული ტერორის დამარცხება ამოცანაა ყველა ჩვენგანისთვის, ყველასთვის მსოფლიოში, უკრაინელებისთვის, ჩვენი პარტნიორებისთვის.”

ცნობისთვის, რუსი ოკუპანტების მიერ კონსტანტინოვკის ბაზრის დაბომბვის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 31 კი დაიჭრა. გრძელდება ნანგრევების გაწმენდა.

"ინტერპრესნიუსი"