"შეცდომა დავუშვით და გულის კედელი გავჭერითო... ეს კატასტროფა იყო" - 10 ნაბიჯით დაწყებული რეაბილიტაცია - რა ისტორიას იხსენებს არნოლდ შვარცნეგერი?
ჰოლივუდის ვარსკვლავმა 76 წლის არნოლდ შვარცნეგერმა მედისთან გულის ოპერაციის შესახებ ისაუბრა. როგორც მსახიობმა განაცხადა, ექიმების შეცდომის გამო ოპერაციისას შიდა სისხლდენა დაეწყო და შესაძლო იყო, ოპერაცია ფატალურად დასრულებულიყო.
იმისთვის რომ შვარცნეგერი გადაერჩნათ, ექიმები იძლებულნი გახდნენ მსახიობის გული გაეჭრათ.
„შოკში ვიყავი, თვალი რომ გავახილე მოულოდნელად ჩემს წინ ექიმი გაჩნდა და მითხრა: „ძალიან ვწუხვართ, მაგრამ ისე არ მოხდა როგორც ვგეგმავდით. შეცდომა დავუშვით და გულის კედელი გავჭერითო“. საქმე იმაშია, რომ დროს ვერ დააბრუნებ“ - აღნიშნა მსახიობმა.
როგორც ცნობილია, მსახიობმა ეს ოპერაცია 2019 წელს, ფილმ „ტერმინატორი 6“-ის პრემიერამდე გაიკეთა. ექიმების რჩევით კალიფორნიის ყოფილ გუბერნატორს ექიმებმა ურჩიეს ფილტვები გაევარჯიშებია, რათა პნევმონია არ დამართნოდა და ამით არ გარდაცვლილიყო.
„მთავარი არსი იმაშია, რომ დროს უკან ვერ დააბრუნებ, ეს კატასტროფა იყო. რა უნდა გამეკეთებია? ცვლილელებისკენ გადავერთე და საკუთარ თავს ვუთხარი, ახლა რაც უნდა გავაკეთო ისაა, რომ სწრაფად დავტოვო ეს საავადმყოფო“.
ამ მიზნის მისაღწევად მსახიობი ყოველ დღე ლოგინიდან დგებოდა და 10 ნაბიჯს დგამდა. მოგვიანებით კი შეძლო და მანძილი გაზარდა. ყოფილ გუბერნატორს ამ რთული რეაბილიტაციის პროცესში მეგობრები და ოჯახის წევრები ამხნევებდნენ.
შვარცნეგერი ამ რთულ პერიოდში ვიდეოსაც იღებდა შემდეგ აღნიშნა:
„დავურეკე ჩემს მეგობრებს და ვუთხარი, თქვენ უნდა გამამხნევითთქო. საავადმყოფოს დერეფანში სიარულისას სულელურად გამოვიყურებოდი. მაგრამ მთავარი მიზანი იყო ჩემი სიარული, რადგან ექიმმა მითხრა, უნდა მევარჯიშა, თუ ფულტვებს არ გაავარჯიშებ, პნევმონია და დაგემართება და მოკვდებიო“ - იხსენებს შვარცნეგერი. (წყარო)