ბათუმში 24 წლის ბიჭს კატერი შეეჯახა: მისი მდგომარეობა კრიტიკულია - TV25.GE
ბათუმში 24 წლის ბიჭს კატერი შეეჯახა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა TV25.GE ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ზღვაში სერფინგის დაფით იყო შესული, რა დროსაც მას კატერი დაეჯახა.
გამოცემის ცნობით, ახალგაზრდა კაცი მძიმე ტრამვებით კლინიკაში მოათავსეს. სამედიცინო დაწესებულებაში მედიასაშუალებას უთხრეს, რომ პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და მისი მდგომარეობა, ექიმების შეფასებით, მძიმეა.
TV25-ის ცნობით, შემთხვევა გუშინ მოხდა.