www.kvirispalitra.ge გილოცავთ ახალ წელს! - კვირის პალიტრა

www.kvirispalitra.ge გილოცავთ ახალ წელს!

ძვირფასო მკითხველებო!

საიტის ადმინისტრაცია, მთელ "მედია პალიტრასთან" ერთად, გილოცავთ ახალ,  2012 წელს.

სიმხნევეს, სიუხვეს, სიყვარულსა და სამშობლოს ბედნიერებას გისურვებთ.

არ შეგვიძლია მადლობა არ გითხრათ გასული წლისათვის - 2011 წლის განმავლობაში ჩვენი მკითხველების რაოდენობა გაორმაგდა!

ამას ჩვენ ავანსად გაცემულ ნდობად ჩავთვლით და ვეცდებით წელსაც არ გიმტყუნოთ: უკვე დაგეგმილი გვაქვს საინტერესო სიახლეები.

ეს სიახლეები ახალი ბლოგერების მოწვევით დავიწყეთ და თუკი თქვენც ისევე ხშირად შემოგვაშველებთ რჩევებს, როგორც შარშან, მადლობლები ვიქნებით.

ვფიქრობთ, 2012 წელი დატვირთული იქნება მნიშვნელოვანი მოვლენებით საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში. ღმერთმა ინებოს, ეს მოვლენები სასიკეთოდ აისახოს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაზე.

ჩვენ კი, ჩვენის მხრივ, კვლავაც არ დავიშურებთ ძალას მათი მართლად ასახვისათვის.

პატივისცემით, www.kvirispalitra.ge