"პრემიერ-მინისტრი კერძო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა და მისი მგზავრობის, ასევე ჩარტერული რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა" - კვირის პალიტრა

"პრემიერ-მინისტრი კერძო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა და მისი მგზავრობის, ასევე ჩარტერული რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა"

მთავ­რო­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ნინო გი­ორ­გო­ბი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის აშშ-ში კერ­ძო ვი­ზი­ტის თა­ო­ბა­ზე წერს:

"კონ­კრე­ტუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ცდი­ლო­ბენ სკან­და­ლის აგო­რე­ბას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ აგ­ვის­ტოს თვე­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი აშშ-ში გა­ემ­გზავ­რა სა­კუ­თარ შვილ­თან ერ­თად, რო­მელ­საც პენ­სილ­ვა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სას­წავ­ლო წელი ეწყე­ბო­და. ახალ სკან­დალს ეძე­ბენ, თუმ­ცა ისე­ვე რო­გორც სხვა შემ­თხვე­ვებ­ში, აქაც სკან­და­ლუ­რი არა­ფე­რია. ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს სურ­ვი­ლი და უფ­ლე­ბაც მისი შვი­ლის­თვის ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან დროს მის გვერ­დით იყოს. მით უმე­ტეს, არც კა­ნო­ნი დარ­ღვე­უ­ლა და არც სა­ხელ­მწი­ფო ხარ­ჯე­ბი გა­წე­უ­ლა.

მიმ­დი­ნა­რე წლის აგ­ვის­ტოს თვე­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი კერ­ძო ვი­ზი­ტით აშშ-ში იმ­ყო­ფე­ბო­და და მისი მგზავ­რო­ბის, ასე­ვე ჩარ­ტე­რუ­ლი (კო­მერ­ცი­უ­ლი) რე­ი­სის თუ ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ხარ­ჯი სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან არ გა­წე­უ­ლა. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ყო­ველ­წლი­უ­რად ავ­სებს ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ას, სა­დაც ასა­ხუ­ლია ყვე­ლა გა­წე­უ­ლი ხარ­ჯი, შე­სა­ბა­მი­სად, და­ე­ლო­დეთ შემ­დე­გი დეკ­ლა­რა­ცი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას".