ესპანეთში ერთი კოცნის გამო დაწყებული სკანდალი გრძელდება - ფეხბურთელმა გოგონამ ფედერაციის პრეზიდენტს უჩივლა: ლუის რუბიალესს 4-წლამდე პატიმრობა ემუქრება
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლუის რუბიალესის წინააღმდეგ გამოძიება გრძელდება. სამშაბათს, ესპანეთის ნაკრების მოთამაშემ, ჯენიფერ ერმოსომ პროკურატურაში ოფიციალური საჩივარი შეიტანა.
ფეხბურთელი გოგონა მანამდე აცხადებდა, რომ ეს ყველაფერი გამარჯვებით გამოწვეული ემოციებს გამო მოხდა.
"კოცნა ნამდვილად მოულოდნელი იყო, თუმცა ყველაფერი ემოციის გამო მოხდა - მეტი არაფერი. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს აჟიოტაჟს არ გამოიწვევს”, - ამბობდა თავდაპირველად ფეხბურთელი.
აგვისტოს ბოლოს, ეროვნული სასამართლოს პროკურატურამ რუბიალესის მიერ შესაძლო სექსუალურ ძალადობაზე წინასწარი გამოძიება დაიწყო, მაგრამ ხელისუფლებას საქმის გასახსნელად თავად ფეხბურთელის განცხადება სჭირდებოდა.
"სექსუალური ძალადობის საქმის აღძვრისთვის აუცილებელია დაზარალებულმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა სასამართლოში შეიტანოს სარჩელი ან მიმართოს პროკურატურას“, - აცხადებდნენ პროკურორები. (გააგრძელეთ კითხვა)