"ოსკარს" ნათურები მივამაგრეთ და სანათებად ვაქციეთ, ვრთავთ და ბევრს ვკითხულობთ - "ოსკარი" ჩართულია" - პენელოპე კრუსისა და ხავიერ ბარდემის სიყვარულის ამბავი და იდილია - კვირის პალიტრა

"ოსკარს" ნათურები მივამაგრეთ და სანათებად ვაქციეთ, ვრთავთ და ბევრს ვკითხულობთ - "ოსკარი" ჩართულია" - პენელოპე კრუსისა და ხავიერ ბარდემის სიყვარულის ამბავი და იდილია

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის დაშორების შემდეგ ჰოლივუდის ვარსკვლავთა შორის აღარ დარჩა ისეთი წყვილი, რომელიც საზოგადოების დიდ ინტერესს გამოიწვევდა. თუმცა ჰოლივუდს თუ არა, ესპანელებს ჰყავთ ასეთი საინტერესო წყვილი. პენელოპე კრუს სანჩესისა და ხავიერ ბარდემის ურთიერთობა, შეიძლება ითქვას, ესპანეთში პიტისა და ჯოლის წყვილზე პოპულარულია.

profimedia-0153852848-1024x704-1694082476.jpg

მათი რომანი შესაძლოა, ჯერ კიდევ 1992 წელს დაწყებულიყო, როცა მსახიობები გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ. პენელოპე მაშინ 18 წლის იყო, ხავიერი კი - 24 წლის.

ბარდემის კინოგმირი გაგიჟებით იყო შეყვარებული კრუსის პერსონაჟზე, თუმცა რეალურ ცხოვრებაში მაშინ ასე არ მოხდა. მსახიობები ერთმანეთს 15 წლის შემდეგ, ვუდი ალენის ფილმის გადაღებისას შეხვდნენ. მოგვიანებით, თავად ხავიერმა აღნიშნა, რომ დიდი ხანია, მოსწონდა პენელოპე.

ზუსტად როდის დაიწყო მათი ურთიერთობა, უცნობია, თუმცა მსახიობთა რომანის შესახებ პირველად 2007 წელს უცხოურმა ტაბლოიდმა - "Hello!" დაწერა. გამოცემამ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანდა, რომ მსახიობები ერთად მალდივის კუნძულებზე ისვენებდნენ.

საიდუმლო ქორწინება

javier-bardem-1524214386-1694082475.jpg

2009 წელს, შობა-ახალ წელს წყვილი ბრაზილიაში შეხვდა, პენელოპეს საუკეთესო მეგობრის, მსახიობ სელმა ჰაიეკის ქორწილში, რომელიც 2009 წლის 25 აპრილს გაიმართა, კრუსი და ბარდემი ერთად იმყოფებოდნენ, თუმცა სასიყვარულო ურთიერთობაზე ღიად მაინც არ საუბრობდნენ.

როგორც ოფიციალური წყვილი, საზოგადოების წინაშე ისინი 2019 წელს Goya Awards-ის ცერემონიაზე წარდგნენ. კანის კინოფესტივალზე დაჯილდოებისას კი, ყველასთვის მოულოდნელად, ხავიერმა სცენიდან პენელოპეს მიმართა:

„შენ წინაშე დიდი ვალი მაკისრია, მე შენ ძალიან მიყვარხარ!“ - უთხრა საყვარელ ქალს ხავიერმა, სულ მალე კი კრუსის წარმომადგენლებმა საზოგადოებას განუცხადეს, რომ წყვილმა ქორწილი მეგობრის სახლში, ბაჰამის კუნძულებზე, ახლობლების წრეში გადაიხადა.

სადედოფლო კაბა კი ესპანელი მსახიობისთვის თავად ჯონ გალიანომ შექმნა. ქორწილის ფოტოები მედიაში არ გამოქვეყნებულა.

ოჯახური იდილია

33f2c3d849849d9d0f995f30d9d00c38-1694082475.jpg

მსახიობებს 2011 წელს პირველი შვილი, ლეო შეეძინათ, 2013 წელს კი გოგონა - ლუნა. მათ არ მოსწონთ შვილების ფოტოების სოციალურ ქსელში გამოქვეყნება, ერთხელ, პენელოპემ თქვა კიდეც:

„თქვენ ვერასდროს ნახავთ ჩემი შვილების ფოტოებს "ინსტაგრამზე", ამას არასდროს გავაკეთებ, რადგან ვგრძობ პასუხისმგებლობას, დავიცვა მათი პირადი ცხოვრება“.

ხავიერმა კი აღნიშნა, რომ ბავშვებს ჯერ ბოლომდე არ აქვთ გაცნობიერებული, რას საქმიანობენ მათი მშობლები:

„მათ იციან, რომ კინემატოგრაფიაში ვართ ჩართული, მაგრამ ვფიქრობ, მათ ბოლომდე არ იციან, ეს რას ნიშნავს. ეს ნორმალურია, რადგან სახლში არ გვაქვს ისეთი ნივთი, რომელიც მათ შეახსენებს, რომ ჩვენ მსახიობები ვართ“.

astrological-compatibility-penelope-cruz-javier-bardem-niood-1694082475.jpeg

როგორც უცხოელი ჟურნალისტები აღნიშნავენ, მსახიობმა ზედმეტად მოკრძალებულად ისაუბრა, თუმცა როცა მას ჰკითხეს, სად აქვთ შენახული ოსკარის ჯილდო, რომელიც მიიღო, ხავიერმა უპასუხა:

„ისინი ჩვენს სახლში, ულამაზეს თაროზე მოვათავსეთ, ნათურები მივამაგრეთ და სანათებად ვაქციეთ, ვრთავთ სანათებს და ბევრს ვკითხულობთ, რადგან ეს ერთადერთი საშუალებაა, საკუთარ თავს შეახსენო, რამდენად კარგები ვართ, რადგან „ოსკარი“ ჩართულია“, - აღნიშნა მსახიობმა. (წყარო)