სალომე ზურაბიშვილი დღეს საქართველოს მოსახლეობას მიმართავს
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს საქართველოს მოსახლეობას მიმართავს. მიმართვა 21:00 საათზეა დაგეგმილი. სავარაუდოდ, პრეზიდენტი ისაბრებს მისი ევროპაში ვიზიტის შედეგებზე და "ოცნების" მიერ მის წინააღმდეგ დაწყებულ იმპიჩმენტის პროცესზე.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ევროპაში გაემგზავრა, "ქართული ოცნების" ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ვიზიტი მთავრობასთან არ იყო შეთანხმებული. შესაბამისად, კობახიძის თქმით, ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია და "ოვნება" მისი იმპიჩმენტის პროცესს იწყებს.