"გა­სა­ჭირ­მა უფრო მებ­რძო­ლი და მი­ზან­და­სა­ხუ­ლი გამ­ხა­და" - რას ამბობს 7 შვი­ლის დედა და 2 შვი­ლიშ­ვი­ლის ბე­ბია, რომელმაც ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი ჩა­ა­ბა­რა - კვირის პალიტრა

"გა­სა­ჭირ­მა უფრო მებ­რძო­ლი და მი­ზან­და­სა­ხუ­ლი გამ­ხა­და" - რას ამბობს 7 შვი­ლის დედა და 2 შვი­ლიშ­ვი­ლის ბე­ბია, რომელმაც ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი ჩა­ა­ბა­რა

7 შვი­ლის დედა და 2 შვი­ლიშ­ვი­ლის ბე­ბია - 45 წლის მეგი თა­თეშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც წელს 2023 წლის ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი ჩა­ა­ბა­რა, უკვე სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტია. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ცენ­ტრი ავ­რცე­ლებს.

მეგი ამ­ბობს, რომ მისი ოც­ნე­ბა ახდა.

"შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ წელს ჩემი ოჯა­ხის 7 წევ­რი ის­წავ­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ბევ­რის­თვის გა­საკ­ვი­რია, მაგ­რამ მათ­გან ერთ-ერთი მე ვარ - სტუ­დენ­ტი გავ­ხდი - ეს კი ჩემი დიდი ხნის ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბას ნიშ­ნავს. სტუ­დენ­ტი გახ­და ჩემი ვა­ჟიც, გო­გო­ნამ კი მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზე ჩა­ა­ბა­რა. რა გი­თხრათ, ემო­ცი­ე­ბით სავ­სე წე­ლია. და­წყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა ავირ­ჩიე - იმ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ზე მოვ­ხვდი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად მინ­დო­და.

დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კის პა­რა­ლე­ლუ­რად, ჩემ­თვის სწავ­ლა იოლი ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა. გან­სა­კუთ­რე­ბით ის­ტო­რი­ის გა­მოც­დის მე­ში­ნო­და. ვღე­ლავ­დი ქარ­თუ­ლის გა­მოც­და­ზეც - ორი­ვე საგ­ნის მას­წავ­ლე­ბელ­მა სრუ­ლი­ად უან­გა­როდ მა­მე­ცა­დი­ნა. ვფიქ­რობ, ალღო კარ­გად ავუ­ღე. ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბელს ზოგ­ჯერ ეჭ­ვიც კი ეპა­რე­ბო­და, შვი­ლე­ბი ხომ არ მი­წერ­დნენ თე­მას. სკო­ლა­ში ყო­ველ­თვის კარ­გად ვსწავ­ლობ­დი. როცა სა­ფუძ­ვე­ლი გაქვს, ეს ბევ­რს ნიშ­ნავს. გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ვფიქ­რობ, მა­ინც ჩემი მო­ტი­ვა­ცია იყო, რო­მე­ლიც, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ვერც ზო­გი­ერ­თის ფრა­ზამ - "რა დროს შენი სწავ­ლაა“ - ვერ ჩა­მიქ­რო. თუ ადრე ცხოვ­რე­ბას დუ­ნედ მი­ვუყ­ვე­ბო­დი, მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მივ­ხვდი, რომ ჩემი ოჯა­ხის­თვის მე უნდა მი­მე­ხე­და. ამ ტრა­გე­დი­ას, რა თქმა უნდა, მძი­მე ემო­ცი­უ­რი ფონი და ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სუს­ტე­ბა მოჰ­ყვა.

ყვე­ლა­ფე­რი დავძლიე - გა­სა­ჭირ­მა უფრო მებ­რძო­ლი და მი­ზან­და­სა­ხუ­ლი გამ­ხა­და. ჯერ მარ­თვის მოწ­მო­ბა ავი­ღე, შემ­დეგ კი ახა­ლი მი­ზა­ნი და­ვი­სა­ხე - გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა. მინ­დო­და ყვე­ლას­თვის მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია - ამა­ში სა­ბო­ლო­ოდ დავ­რწმუნ­დი და ახლა სხვებ­საც ვურ­ჩევ, არ და­ნებ­დნენ. ყო­ველ­მხრივ მამ­ხნე­ვებ­დნენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი, რომ­ლებ­საც სჯე­რო­დათ ჩემი. სწავ­ლა­ში ძა­ლი­ან მი­წყობ­დნენ ხელს ჩემი თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც. გა­მოც­დებ­მა მშვი­დად ჩა­ი­ა­რა. ზოგს დამ­კვირ­ვე­ბე­ლიც კი ვე­გო­ნე - იმ დღე­ებ­ში არა­ერ­თი სა­ხა­ლი­სო ის­ტო­რია გა­დამ­ხდა. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა შენს ასაკს და იმას, თუ რა დაბ­რკო­ლე­ბე­ბი შეგ­ხვდა - როცა გა­გაჩ­ნია პო­ტენ­ცი­ა­ლი, შენი მო­მა­ვა­ლი თა­ვად უნდა შექ­მნა.

თქვენს გვერ­დზე ჩემ შე­სა­ხებ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მემ მომ­წე­რა: "სხვე­ბის­თვის იმის თქმი­საც კი მრცხვე­ნო­და, რის გა­კე­თე­ბა მინ­დო­და.... ახლა კი მიზ­ნად და­ვი­სა­ხავ და თქვენ­სა­ვით, აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვას­რუ­ლე­ბო“, - ასე­თი არა­ერ­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მხო­ლოდ მა­ბედ­ნი­ე­რებს.

მინ­და ყვე­ლას, გან­სა­კუთ­რე­ბით კი იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც მარ­ტო­ხე­ლა დე­დე­ბი, მე­უღ­ლე­ე­ბი არი­ან, ვუ­თხრა, რომ ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა და ჩვენ ვალ­დე­ბულ­ნი ვართ ვიბ­რძო­ლოთ ჩვე­ნი და ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის. ამის გა­კე­თე­ბა გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის გა­რე­შე უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლია. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სტა­ტუსს - გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი სხვა­ნა­ი­რად ფიქ­რობს, მოქ­მე­დებს და აზ­როვ­ნებს. მინ­და, ყვე­ლას ვუ­სურ­ვო წარ­მა­ტე­ბა! არას­დროს თქვან უარი სა­კუ­თარ ოც­ნე­ბებ­ზე და ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თონ მათ ასახ­დე­ნად", - ამ­ბობს მეგი თა­თეშ­ვი­ლი.