"მე ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ იმიტომ,  რომ ეს არის ჩემი უმაღლესი  კონსტიტუციური ვალდებულება" - კვირის პალიტრა

"მე ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ იმიტომ,  რომ ეს არის ჩემი უმაღლესი  კონსტიტუციური ვალდებულება"

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას მიმართა და ეროპულ ტურნეზე განმარტება გააკეთა.

"მე ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ" - აცხადებს პრეზიდენტი.

"დღეს მინდა მივმართო საქართველოს საზოგადოებას, რადგან თქვენ წინაშე ვარ ანგარიშვალდებული, რამეთუ თქვენ ამირჩიეთ და ამ არჩევანის მიმართ ვგრძნობ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, მე ვიცი, რომ იმისთვის ამირჩიეთ, როგორიც ვიყავი მთელი ცხოვრება. მე ვიცი თქვენ როგორი მომავალი გინდათ საქართველოსთვის, როგორი მომავალი უნდა ახალგაზრდებს, მე ვიცი, რომ ყველა იმ პრობლემის გადაჭრა, რაც დგას ქვეყნის წინაშე, ეს იქნება კორუფცია, ადამიანების გადინება ქვეყნიდან, სრულიად უკონტროლოდ რუსების შემოსვლა, ეს იქნება მოგვარებული ნაბიჯნაბიჯ და ჩვენ შევუერთდებით ევროკავშირს, ეს არის ჩვენი ერთადერთი პესრპექტივა, მე არსად არ მივდივარ, ჩემს გადადგომაზე ოცნება ყველამ უნდა დაივიწყოს"- ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

"მე ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ იმიტომ, რომ ეს არის ჩემი უმაღლესი კონსტიტუციური ვალდებულება. მე ვიცავ ამ ქვეყნის კონსტიტუციას, ეს ფიცი იმ დღეს დავდე, როცა იყო ჩემი ინაუგურაცია"- განაცხადა პრეზიდენტმა.