11 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - კვირის პალიტრა

11 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 11 წლის ბავ­შვის მი­მართ სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ქმე­დე­ბის­თვის ბრალ­დე­ბულს 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა 11 წლის ბავ­შვთან, ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ქმე­დე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

"თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ

მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და თო­თხმე­ტი წლის ასაკს მი­უღ­წე­ვე­ლი პი­რის მი­მართ ძა­ლა­დო­ბით ჩა­დე­ნი­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ქმე­დე­ბის­თვის ერთი პირი დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პირი 2022 წლის 19 დე­კემ­ბერს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 138-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით (ძა­ლა­დო­ბით ჩა­დე­ნი­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ქმე­დე­ბა დამ­ნა­შა­ვის­თვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით თო­თხმე­ტი წლის ასაკს მი­უღ­წე­ვე­ლი პი­რის მი­მართ) წა­რედ­გი­ნა და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

"ინტერპრესნიუსი"