"მდინარე სუფსა ადიდდა, უფალო დაგვიფარე" - სტიქია გურიაში: დატბორილი სახლები, ჩამოშლილი მიწა და გარე სამყაროს მოწყვეტილი სოფლები - კვირის პალიტრა

"მდინარე სუფსა ადიდდა, უფალო დაგვიფარე" - სტიქია გურიაში: დატბორილი სახლები, ჩამოშლილი მიწა და გარე სამყაროს მოწყვეტილი სოფლები

სტი­ქი­ამ გუ­რი­ა­ში პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა. გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა ოზურ­გე­თი­სა და ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში. ლან­ჩხუ­თი­დან ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი კად­რებს ავ­რცე­ლე­ბენ, სა­დაც ჩანს, რომ ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რე სუფ­სამ სახ­ლე­ბი დატ­ბო­რა.

"მდი­ნა­რე სუფ­სა ადიდ­დაა. უფა­ლო დაგ­ვი­ფა­რე ყვე­ლა" - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უმ­ძი­მეს კად­რებს ავ­რცე­ლებს.

ძლი­ერ­მა წვი­მამ პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა ოზურ­გეთ­ში, რის გა­მოც ქა­ლა­ქის მე­რია სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ზეა გა­და­სუ­ლი.

"ძლი­ე­რი წვი­მის გამო ოზურ­გე­თის მე­რია სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს. ამ წუ­თებ­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია მე­რი­ის ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რი და ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის და­სახ­მა­რებ­ლად. ვთხოვთ თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს, შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მე­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად და­უ­კავ­შირ­დნენ სოფ­ლებ­ში მე­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ასე­ვე, გვაც­ნო­ბოთ ცხე­ლი ხა­ზის მეშ­ვე­ო­ბით: 577 601 304" - ნათ­ქვა­მია ოზურ­გე­თის მე­რი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში. (გააგრძელეთ კითხვა)