პირველი კადრები ოზურგეთიდან, სადაც აკაკი ბაქრაძის ქუჩა დაიტბორა - გურია სტიქიას ებრძვის, მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ სამ ადამიანს ეძებენ
პირველი კადრები ოზურგეთიდან, სადაც აკაკი ბაქრაძის ქუჩა დაიტბორა - გურია სტიქიას ებრძვის, მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ სამ ადამიანს ეძებენ.
გურიაში ძლიერ სტიქიას ებრძვიან, რამდენიმე ადგილას მეწყერი ჩამოწვა. ამ დროისთვის ეძებენ 2 არასრულწლოვანს და ერთ ზრდასრულს.
“გურია ნიუსი“ ადგილიდან დეტალებს ავრცელებს.
მეწყერი ჩამოწვა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათშიც.
როგორც “გურია ნიუსს” ატყობინებენ, ჩამოსულმა მიწის მასამ დააზიანა გაზის მილები და ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები.
წუხანდელმა ძლიერმა წვიმამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის არაერთ სოფელში შექმნა პრობლემები, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა კი სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში შეიქმნა.