"ღელე ზღვადაა ქცეული.. გარეთ ვერ გამოვედით 3 პატარა ბავშვით" - სტიქია გურიაში
მძიმე ვითარებაა ამ დროისთვის გურიაში, სადაც მეწყერმა საცხოვრებელი სახლები წაიღო, სტიქიის ზონაში ეძებენ მოზარდებს.
სოციალურ ქსელში მოქალაქეების სტიქიის კადრებს ავრცელებენ.
"ორაგვის ღელე! ჟორდანიას ქუჩა ასე გამოიყურება შტორმის მერე, ჩემი ეზო, აღარ დარჩა არაფერი.. განადგურდა.
ღობეწყლით იყო სავსე მთელი ღამე აივნები, ეზო.. გარეთ ვერ გამოვედით სამი პატარა ბავშვით. 9 სულიან ოჯახს, 4 წელია გვპირდებიან გაბიონის გაკეთებას, ვერ გაკეთდა.. .პანდემიის დროს გასაგები იყო, ვერ მოხერხდა, არ იყო არც დრო და არც რესურსი, არც შეგვიწუხებია არავინ.. პანდემიამდე იყო მოსული გამგებელი, ნახა რა მდგომარეობაც იყო, შეგვპირდა გაკეთებას, ფოტოები გადაგვიღო, დადო მერიის გვერდზე, გააპიარა ასე ვთქვათ, ხალხს ეხმარებიან ვითომ.. ერთი ქვა არ დადებულა.. გაზაფხულზე იყო მოსული უბნის რწმუნებული, "შეგვპირდა"..დაპირება დარჩა დაპირებად..როგორც გათენდა, დავრეკეთ ყველგან, მაგრამ ჯერ არავინ შეწუხებულა..ღელე ზღვათააა ქცეული.."- წერს ერთ-ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში.