"აქ მანქანებიც ვეღარ დადიან, ამ წუთებშიც წვიმს... არხში, სადაც წვიმის წყალი გროვდება პატარა მილები ჩაყრილი და იჭედება" - რას ჰყვება სტიქიის ზონიდან მამუკა ღლონტი?
გურიაში მოსულმა ჭარბმა ნალექმა მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. დაიტბორა ეზოები სახლები. კაპროვანის ტერიტორიაც წყლით გაივსო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ საზოგადოებრივი მართვის ცენტრ 112-დან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 100-ზე მეტი შეტყობინებაა შემოსული გურიისა და აჭარის რეგიონებიდან.
ეზო და სახლი პროდიუსერ მამუკა ღლონტსაც დაეტბორა. AMBEBI.GE მამუკა ღლონტს დაუკავშირდა:
- ბოლო წლებია, აქ ასეთი დიდი წვიმა სულ მოდის. არხში, სადაც წვიმის წყალი გროვდება და შემდეგ ზღვაში ჩადის, მოსახლოებამ გააკეთა გადსასვლელები, თავიანთ ნავეთებამდე მისასვლელები, ოღონდ, ჩაყარეს პატარა მილები, რომლის გაჭედვის შანსი ბევრად დიდია, ვიდრე დიდი მილის შემთხვევაში. ამას სახელმწიფომ ყურადღება არ მიაქცია, არ აუკრძალა, რომ ასეთი რამ არ გაეკეთებინათ, არ გააკეთა მონიტორინგი და არც დღემდე აკეთებს ამას. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ წვიმის წყალი აღარ მიდის არსად და დგება, ტერიტორია იტბორება. კაპროვანს კიდევ არა უშავს, ოდნავ შემაღლებულზეა, ურეკში მანქანებიც ვერ დადიან, ამ წუთასაც წვიმს. ურეკში წარმოიდგინეთ, რამდენი დამსვენებელია, სად უნდა წავიდნენ?! (გააგრძელეთ კითხვა)