"დამეწყრილ ზონაში რჩებიან პატარა ბავშვებით.. ხორეთის ქვედა მხარე წაღებულია და მთიდან მოდის მეწყერი.." - კვირის პალიტრა

"დამეწყრილ ზონაში რჩებიან პატარა ბავშვებით.. ხორეთის ქვედა მხარე წაღებულია და მთიდან მოდის მეწყერი.."

სტიქიის ზონაში მყოფი ადამიანები დახმარებას ითხოვენ. სოციალურ ქსელში ანა ჩიქოვანი პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მოქალაქეები დამეწყრილ ზონაში პატარა ბავშვებით არიან დარჩენილი, სამაშველო კი ვერ აღწევს ადგილამდე.

"ხორეთი, კოკათი, ოდილაურის, ყველა გზა მოწყვეტილია სამყაროს.

ხორეთის ქვედა მხარე წაღებულია და მთიდან მოდის მეწყერი!

3 ჩანჩქერი გაიკეთა მთამ. დამეწყრილ ზონაში რჩებიან პატარა ბავშვებით..ხალხი ელოდება სამაშველოს! სამაშველო ვერ აღწევს ადგილამდე. გაააგზავნეთ სამაშველო ვერტმფრენი" - წერია ტექსტში.