"ჩახეთქილი მიწები კიდევ უფრო ჩადის და ღრმავდება. ვეძებთ ახლა გზებს, ხიდები არაა და ვნახოთ რას ვიზამთ.." - რას წერენ სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოქალაქეები - კვირის პალიტრა

"ჩახეთქილი მიწები კიდევ უფრო ჩადის და ღრმავდება. ვეძებთ ახლა გზებს, ხიდები არაა და ვნახოთ რას ვიზამთ.." - რას წერენ სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოქალაქეები

"ლანჩხუთის" ჯგუფში ნინია ბარამიძე სტიქიის ზონაში მყოფი მოქალაქეების მესიჯებს აქვეყნებს, სადაც წერია, რომ ჩოჩხათის თემში, კონკრეტულად კი ხორეთში წვიმა არ ჩერდება, მოქალაქეები კი სტიქიის ზონიდან გასვლას ცდილობენ.

"წვიმა არ ჩერდება, ეს ჩახეთქილი მიწები კიდევ უფრო ჩადის და ღრმავდება. ვეძებთ ახლა გზებს, ხიდები არაა და ვნახოთ რას ვიზამთ.."

373482870-238504618718720-6363010049345189302-n-1694167261.jpg